ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროკავშირთან უკრაინის ვაჭრობის პერსპექტივა საფრთხის წინაშეა: დონალდ ტრამპის მტრული დამოკიდებულება კი კიევის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს“ (ავტორი – ბარტოშ ბჟეზინსკი). პუბლიკაციაში განხილულია ის პრობლემები, რომლებიც ევროკავშირის და უკრაინის ვაჭრობაში სულ მალე გაჩნდება. გთავაზობთ სტატიას შემოკლებით: ომის მეოთხე წლის დასაწყისში უკრაინის ეკონომიკას ევროსაფრთხე ელოდება: […]
ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, ისე რომ უკრაინას ჰქონდეს მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, არის ამერიკის შეერთებული შტატები – არც ერთი სხვა! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უკრაინა წააქეზეს და ომში გამარჯვებას ჰპირდებოდნენ, თუმცა პაპუაშვილის განცხადებითვე, ახლა მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი სახვეწარი გაუხდათ. […]
ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის, პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არდაწესებას, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 3 წლის წინანდელი განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდებოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაშინ […]
დღეს ჩვენ უკვე გვესმის მტკიცებით ფორმაში იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ ომის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და რომლებიც ამ მხრივ გვერდში ედგნენ უკრაინას, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, – განაცხადა საქართველოს პირველი არხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით , ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის პრინციპები იყო გატარებული, […]
უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა. „ვფიქრობ, უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს, რამდენიმე კვირაში, თუ ჭკვიანები ვიქნებით. თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, ეს გაგრძელდება. ეს ჩვენ არ გვინდა. შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და არც ეს გვინდა“, – განაცხადა აშშ-ის […]
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირაში შეხვდება. ტრამპის თქმით, მისი შეხვედრა ზელენსკისთან, შესაძლოა, მალე მოხდეს, რათა ხელი მოაწეროს უკრაინა-აშშ-ს შორის შეთანხმებას იშვიათი მინერალების შესახებ. „პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მის მიმართ ოპოზიციის ბრალდებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცობა” ავტომატურად უკიდურეს ამორალურობას ნიშნავს და მათი ბრალდებებიც ამის დასტურია. მისივე თქმით, პრინციპში, გასაკვირიც არ არის, არა თუ ასეთი ამორალურობა და დაბრალებები, არამედ საკუთარ სამშობლოს და ხალხს სწირავდნენ ომისა და გარდაუვალი დაღუპვისთვის. „ნაცობა“ რომ ავტომატურად უკიდურეს ამორალურობას ნიშნავს, ამისი კიდევ ერთი […]
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. ადგილზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს აქციის მონაწილეების დაკავების საშუალება არ მისცეს. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე შეკრებილებს მარშის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც უკრაინის საელჩოდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოვიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებასა და ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპი დღეს გამართულ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველამ გამოხატა სურვილი, რომ ნახონ უკრაინაში ომის დასასრული. „დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი […]
თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Gumhuriyet) დაბეჭდილია სტატია სათაურით „რით დასრულდება აშშ-ის პაიკის როლი: ამერიკა უკრაინის პრეზიდენტს გამოიყენებს და…“ (ავტორი – მეჰმედ ალი გიულერი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: თებერვალში სამ დედაქალაქში სამი სამიტი გაიმართა და სამივეზე უკრაინის საკითხი განიხილეს. ერ-რიადში, საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერთმანეთს აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ – მოლაპარაკების პირველი ეტაპის სახით, შემდეგ კი უკრაინაში ცეცხლის […]