გარკვეულ სუბიექტებს ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჰქონდათ ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის, გამოწვევის გეგმა, თუმცა ეს გეგმა რეალურად ჩავარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას ყველა მიმართულებით აქვს კარგი მონაცემები, როგორც დასაქმების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების და ეკონომიკური ზრდის ნაწილში. „ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით […]
უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ღირებულებების, პრინციპებისა და რწმენების ერთგულნი დავრჩით. ამიტომაცაა, რომ, გასული წლის ოქტომბერში, მეოთხედ აგვირჩიეს ხელისუფლებაში, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „ეროვნული ინტერესები ჩვენი ხელისუფლების წარმმართავი პრინციპია, რომელიც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას, ქვეყნის გამთლიანებას და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას […]
საჭიროა, არსებობდეს მედიასტანდარტების დაცვის მექანიზმი, ხელისუფლების სურვილი არ არის, მედია ცენზურის ქვეშ იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, საქართველოში მედიასტანდარტი ისედაც არსებობს, მაგრამ ამ სტანდარტის აღსრულება არ ხდება. „მედიასთან დაკავშირებით ყველაზე გამოცდილი და ტრადიციული კანონმდებლობა, ბრიტანული მოდელი ავიღეთ. არის თუ არა ეს, მედიის ჩარჩოებში მოქცევა? მედიასტანდარტი ისედაც არსებობს, […]
თბილისის მერის განცხადებით, სამი წელი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან გავიდა, საქართველოს ხელისუფლებისთვისაც რთული იყო, ვინაიდან მასზე დიდი ზეწოლა მიმდინარეობდა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა. „არ იყო მარტივი. თქვენ გახსოვთ, თუ როგორი შემოტევა მიდიოდა საქართველოს ხელისუფლებაზე, რა ზეწოლა იყო. იყო უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარები, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, დავდექით […]
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრისგან საქართველოს დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდი საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. „ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში იმდენი უსამართლო გადაწყვეტილებისა და უსაფუძვლო განცხადების მომსწრენი ვიყავით, რომლებიც სიცრუეს ეფუძნება, რომ, შესაბამისად, მინისტრების […]
გერმანულ გაზეთ „ტაგესცაიტუნგში“ (Der Tageszeitung) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ნიდერლანდებში (უტრეხტში) მცხოვრებ ქართველ მუსიკოსთან და კომპოზიტორთან ანუშკა ჩხეიძესთან, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. პუბლიკაციის სათაურია „ქართველი მხატვარი საპროტესტო აქციებში: „ერთადერთი გამოსავალი წინააღმდეგობის გაწევაა“ (ესაუბრება შტეფან გრეინერი). „ანუშკა ჩხეიძე 1997 წელს ხარაგაულში დაიბადა და გაიზარდა. დაინტერესდა ელექტრონული მუსიკით და ამ სფეროში – ციფრულ მუსიკაში – ცოდნა ჯერ გერმანიაში და შემდეგ […]
მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, – ამის შესახებ კონსერვატიული ბლოკის – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა პარტიის ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ისაუბრა “შესანიშნავ საარჩევნო კამპანიაზე” და „პოლიტიკური ოპონენტების პატივისცემაზე”. „ახლა ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა… დანარენი მსოფლიო არ გველოდება. მსოფლიოში ყველა დაინახავს, რომ გერმანიას ჰყავს სანდო მთავრობა“, […]
გერმანიის კანცლერი, “სოციალ-დემოკრატების” (SPD) ლიდერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები “მწარეა” მისი პარტიისთვის და მას “მარცხად” აფასებს. ბერლინში მხარდამჭერებთან საუბრისას შოლცმა თქვა, რომ ეს არის მომენტი “როდესაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები”. წინა არჩევნებზე, მისი თქმით, პარტიას „უკეთესი“ შედეგი ჰქონდა, რაზეც „პასუხისმგებელი“ იყო და დასძინა, რომ ეს შედეგი „უარესია და ამაზეც მე ვარ პასუხისმგებელი“. შოლცმა […]
24 თებერვალს, ომის მესამე წლისთავზე უკრაინას 13 ქვეყნის ლიდერი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, კიევში გაიმართება სამიტი, რომელშიც ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. „ჩვენთან იქნება 13 ლიდერი ოფლაინ რეჟიმში, ასევე ონლაინ იქნება 24 ლიდერი. აქ, კიევში იქნება ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა, ბევრი დელეგაცია… ჩვენი პლატფორმა „უკრაინა – ნორდიკულ-ბალტიური“, ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აქ […]
უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ მოუწოდებს კიევს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღის და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველო. როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონი და კიევი გაერო-ს დასამტკიცებლად ორ სხვადასხვა რეზოლუციას სთავაზობენ. „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, რეზოლუციის უკრაინულ ვერსიას ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს. გამოცემის ცნობით, ევროპის […]