
,,ვოლოდიმირ ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირაში შევხვდები”- აშშ-ის პრეზიდენტი
659
0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირაში შეხვდება.
ტრამპის თქმით, მისი შეხვედრა ზელენსკისთან, შესაძლოა, მალე მოხდეს, რათა ხელი მოაწეროს უკრაინა-აშშ-ს შორის შეთანხმებას იშვიათი მინერალების შესახებ.
„პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.