რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ის იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს. და ვფიქრობ, მჯერა, რომ ჩვენი არჩევის შედეგად ეს ომი დასრულდება. და ასევე მჯერა, რომ თუ ეს ადმინისტრაცია არ მოიგებდა არჩევნებს დიდი უპირატესობით, ეს ომი გაგრძელდებოდა დიდხანს, და პუტინს მოუნდებოდა ყველაფრის წაღება“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, მოუწევს თუ არა […]
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკვეთრმა დაახლოებამ რუსეთთან გამოიწვია საპასუხო ნაბიჯები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ომის მესამე წლისთავზე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები ეწვივნენ კიევს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლიდერმა აღნიშნა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობები, უთანხმოება ტრამპსა და მაკრონს შორის უკრაინაში ომის დასრულებასთან […]
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონაში შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ადგილზეა პრემიერ-მინისტრი და თავად ხელმძღვანელობს პროცესს. „საზოგადოება ხედავს, რომ ადგილზე მიმდინარეობს, უპირველესად ყოვლისა, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა დიდთოვლობისგან გამოწვეული კომუნიკაციის შეფერხებები აღმოიფხვრას. პრემიერ-მინისტრი არის ადგილზე, გურიას ვგულისხმობ, თუმცა სხვა რეგიონებშიც არის დიდთოვლობა, მაგრამ არა იმ მასშტაბის, სიმძიმის, როგორიც გურიაში. პრემიერ-მინისტრი […]
არ შეიძლება, „ენჯეოები“ და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, შესაბამისად, ბუნებრივია, „ფარას“ ზუსტი ანალოგი კანონის მიღებას საქართველოში არავითარი ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა. მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID-ი, NED-ი და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა […]
მგონი, ყველამ აღიარა, რომ რაც წარვადგინეთ, არის ამერიკული „ფარას“ ზუსტი ვარიანტი. ამერიკა რომ მათ შორის გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვის არის სამაგალითო ქვეყანა, ესეც ყველამ ვიცით. გუშინ ვნახეთ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს და, ფაქტობრივად, საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა […]
საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება – რაც უფრო მალე გამოერკვევიან და ეცოდინებათ, რომ პარლამენტის არჩევნები არ დაინიშნება, მით უფრო მალე დაიწყებენ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, – ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ გააკეთა. ბოჟაძის თქმით, ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს. „საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება. საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის […]
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მდიდარ უცხოელებს „ოქროს ბარათებს“ მიყიდის, რომლის ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარი იქნება და რომელიც მათ შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემს და შესთავაზებს გზას მოქალაქეობის მიღებისკენ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ”ვაპირებთ გავყიდოთ ოქროს ბარათი. მწვანე ბარათი გაქვს. ეს არის ოქროს ბარათი. ჩვენ ვაპირებთ ამ ბარათს ფასი დაახლოებით 5 მილიონი […]
სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპიაშვილი. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ფაქტია, რომ არ არსებობს უბედურება, რომლით პოლიტიკურ მანიპულირებასაც ისინი ითაკილებენ. „სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი […]
არ არსებობს მიზეზი, რომ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი დასანქცირდეს პატრიოტიზმის ან კონსერვატიულობის გამო. არ არსებობს მიზეზი, რომ პოლიციის თანამშრომლები მოხვდნენ სიაში, რადგან, ბრიუსელის აზრით, ისინი საქართველოს ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვებიან, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც სიიარტომ აღნიშნა, მან ვეტო დაადო ქართველი პოლიტიკოსებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირების სიას, რადგან უნგრეთისთვის […]
ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში შევუერთდით 600-ზე მეტ დოკუმენტს, მათ შორის სხვადასხვა რეზოლუციებს, საერთაშორისო ფორმატში მიღებულ დოკუმენტებს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რჩება ურყევი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. კითხვაზე, თუ რატომ დაუჭირა მხარი საქართველომ აშშ-ის მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციას, […]