1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა

პოლიტიკა

თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო არ არის, მიღებს თუ არა „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან „რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირული მარცხისათვის“. „გიორგი გახარიას ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან და ამას ემსახურება მისი პოსტები. […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

პრემიერ-მინისტრმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში: „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება”

Admin Tamuna
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში თემაზე – „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება”. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ძლიერი მსოფლიოსთვის და ბოლოდროინდელ ტენდენციებს შემაშფოთებელი უწოდა. „ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრის მომტანი ზეწოლა დასრულებადია – გია აბაშიძე

Admin Tamuna
0
ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრის მომტანი ზეწოლა დასრულებადია; თუკი “არ ცნობ” პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, არც უნდა გამოელაპარაკო. თუმცა, ფლიდობა-თვალთმაქცობაში ევროკრატია უბადლოა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიაზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სხვადასხვა ლიდერებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. „ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრის მომტანი […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგი -არჩილ გორდულაძე

Editor Dali
0
ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. არჩილ გორდულაძემ კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „ტელეფონებით არჩევნები, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება“. გორდულაძის შეფასებით, ეს არასერიოზულია. „აგენტურის წარმომადგენლებმა რაღაც ხომ უნდა თქვან? სათქმელი რომ არაფერი აქვთ, უტოპიაში გადავიდნენ – ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

“მეგობარი აქტი” აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება -გია ვოლსკი

Editor Dali
0
„მეგობარი აქტი“ აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება, – ამის შესახცებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, „მეგობარი აქტი“ სიცრუეს შეიცავს, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს. „„მეგობარი აქტი“ არათუ უსამართლოა, არამედ გეგმაზომიერი სიცრუეა, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს. აბსოლუტური აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, რომ საქართველომ […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“ – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ჩვენ ვიქნებით ამისთვის მზად, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკული მხარის მიმართ გაკეთებულია ძალიან კონკრეტული შეთავაზებები და არის სრული მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. „ჩვენ […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ჩემს დისშვილს ვუთხარი, გუბერნატორი რეკავს-მეთქი. ეუბნება, 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო –  გურამ თირქია გიგი უგულავაზე

Admin Tamuna
0
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გურამ თირქიამ ისაუბრა. მან ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც გიგი უგულავამ მის დისშვილს დაურეკა და 5 მილიონი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიძისთვის ყველაფრის წართმევით დაემუქრა. „მირეკავს გიგი [უგულავა], თქვენი დისშვილი თბილისში არისო. ვუთხარი ჩემ დისშვილს, გუბერნატორი რეკავს მეთქი. მომეციო და ადგა სუფრიდან, ავდექი მეც და […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ხელისუფლება უნდა გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას – ზაზა შათირიშვილი

Admin Tamuna
0
ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოში აკრედიტირებული „დიპლომატიური კორპუსის“ რევოლუციური და ანტიქართული ქმედებების ასალაგმად, რადგან წარმოუდგენელია, ამ ქვეყანამ მუდმივ რყევებსა და ჯანჯღარში იცხოვროს ,- აღნიშნულია ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში. შათირიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით და ეს […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ირაკლი კობახიძე – ,,ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის”

ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში” განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა წერილობითი […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

,,თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის დაბადება თავად ამ რეგიონის ხალხმა მოიტანა”- ტრამპი

მნიშვნელოვანია მთელმა მსოფლიომ გაითვალისწინოს, რომ ეს დიდი გარდაქმნა არ მომხდარა დასავლური ინტერვენციების ხმაურის ან ლამაზი თვითმფრინავებით ჩამოყვანილი ადამიანების მიერ, რომლებიც ლექციებს გიკითხავენ, როგორ იცხოვროთ და როგორ მართოთ საკუთარი საქმეები, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. „მნიშვნელოვანია მთელმა მსოფლიომ გაითვალისწინოს, რომ ეს დიდი გარდაქმნა არ მომხდარა დასავლური ინტერვენციების ხმაურის ან ლამაზი თვითმფრინავებით […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ