1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა

პოლიტიკა

,,აშშ ნატოს სამიტზე ზელენსკის მიწვევას ეწინააღმდეგება ” – ნიდერლანდური მედია

აშშ ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას ნატო-ს სამიტზე, რომელიც ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდური მედია ნატო-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, ზელენსკის ნატო-ს სამიტზე შესაძლო მიწვევის საკითხი განიხილება 15 მაისს თურქეთში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულუარებში. „ნატო-ში წყაროები იუწყებიან, რომ აშშ ეწინააღმდეგება ზელენსკის ჩასვლას […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ე.წ. მეგობარი აქტი სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება, ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ-პარლამენტი

Editor Dali
0
ე.წ. მეგობარი აქტი სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება, – ამის შესახებ ნათქვამია „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის განცხადებაში, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 87 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო. საქართველოს პარლამენტის განცხადებით თანახმად, აქტში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. „2025 წლის 5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ე.წ. მეგობარი აქტი, […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

პარლამენტმა „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადება მოამზადა

Editor Dali
0
საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადება მოამზადა. განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგინა. განცხადების თანახმად, ე.წ. მეგობარ აქტში იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, ასევე შეიცავს არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას. ამასთან, განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

„19 აპრილის შეთანხმებად“ ცნობილ დოკუმენტზე მუშაობის პროცესშივე გამჟღავნდა, რომ მედიატორად მომუშავე მეგობრების მიზანი, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ორ მხარეს შორის შუამავლობა – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
„19 აპრილის შეთანხმებად“ ცნობილ დოკუმენტზე მუშაობის პროცესშივე გამჟღავნდა, რომ მედიატორად მომუშავე მეგობრების მიზანი, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ორ მხარეს შორის შუამავლობა – ტექსტში ჩნდებოდა პუნქტები, რასაც იქ და მაშინ არცერთი პარტია თუ ენჯეო არ ითხოვდა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც ახლად არჩეული […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან, ქვეყნის ფართობი არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს -ლევან მაჭავარიანი

Editor Dali
0
იგრძნობა, რომ ჩვენ აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან, ქვეყნის ფართობი და მოცულობა არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს. სუვერენიტეტს განსაზღვრავს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ატარებს არჩეული ხელისუფლება, საქართველოს შემთხვევაში – “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილზე საუბრისას, „პოს ტვ“-ის ეთერში განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, დამოუკიდებელი […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

 ევროსაბჭოს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა ქვეყანაში -მაკა ბოჭორიშვილი

Editor Dali
0
ევროსაბჭოს მინისტერიალის პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც საქართველოს დღის წესრიგში დგას. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ბოჭორიშვილის თქმით, ევროსაბჭოს მინისტერიალი არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მონაწილეობს მასში. […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ „არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, საქართველოში კი აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას -პაპუაშვილი

Editor Dali
0
გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს“. საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, ეს ხდება ერთ დროს […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

„ნაცობა“ იმასაც გულისხმობს, რომ ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებზე შეუძლიათ თქვან, რომ ეს ასე არ არის – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დემოკრატიის აღქმის 2025 წლის გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაცობა“, ბევრ თვისებასთან, ბევრ „უნართან“ ერთად იმასაც გულისხმობს, რომ ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებზე, მსოფლიო დონის ორგანიზაციების კვლევებზე, მსოფლიოში აღიარებულ ავტორიტეტულ ორგანიზაციების კვლევებზე შეუძლიათ თქვან, […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ პოზიციათა თანხვედრის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე -მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, ამას თავისი მიზეზები აქვს და ეს უნდა განმარტონ იმ […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ცხადია, „ქართული ოცნების“ წრეში დიდი ნერვიულობაა და ეს წერილიც ამისი გამომჟღავნებაა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია-სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
ცხადია, „ქართული ოცნების“ წრეში დიდი ნერვიულობაა და ეს წერილიც ამისი გამომჟღავნებაა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი ირაკლი კობახიძის გაგზავნილ ღია წერილში ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება ჩანს. „მოვუწოდებ საზოგადოებას, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ