1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა

პოლიტიკა

კრემლში ადასტურებენ, რომ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გასამართად მზადება მიმდინარეობს

კრემლში ადასტურებენ, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის გასამართად მზადება მიმდინარეობს.  „მზადება მიმდინარეობს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მანამდე კი, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 19 მაისს რუსეთის პრეზიდენტს დაურეკავს, ხოლო შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტს.  ტრამპმა განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა უკრაინაში სისხლის ღვრის შეჩერება იქნება.

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო. პრემიერმა ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას ტრადიციული ღირებულებებისადმი და აღნიშნა, […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

Editor Dali
-1
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სამართლებრივი აქტების ვებგვერდზეგამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება. „მთავრობამ […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

 დღევანდელი დღე არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ძლიერად და მტკიცედ დგას ფასეულობების სადარაჯოზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ძალები ცდილობდნენ, ქართული საზოგადოებისთვისაც მოეხვიათ თავს ხელოვნური და მანკიერი იდეოლოგი-პრემიერი

Editor Dali
0
მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ხედავთ, როგორი ერთიანობაა და რაც მთავარია, ადამიანები გაერთიანებულები არიან სიყვარულის იდეის, ტრადიციული ფასეულობებისადმი ერთგულების იდეის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.    მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რომ კონკრეტული ძალები ცდილობდნენ, ქართული საზოგადოებისთვისაც მოეხვიათ თავს ხელოვნური და მანკიერი იდეოლოგია, ამ […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი იდენტობა შეგვენარჩუნებინა. დღეს ეს დღე არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ოჯახებს -ცოტნე ივანიშვილი

Editor Dali
0
ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „გილოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. მოგეხსენებათ, უძველესი ისტორია აქვს ჩვენს საყვარელ საქართველოს […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

17 მაისი ქცეული იყო ერის გახლეჩვის დღედ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით კი, იქცა ღირსების, ოჯახის, სიყვარულისა და ერთობის დღედ, ყველას გილოცავთ -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
უახლეს ისტორიაში 17 მაისი ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩვის დღედ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ქვეყანა და ხალხი არასდროს გახდება გამოგონილი […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. სიუჟეტში საუბარია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და აღნიშნულია, რომ ქვეყანა ღვინოსთან ერთად, განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, გულთბილი სტუმართმოყვარეობით და განსაკუთრებული კულინარიითაც გამოირჩევა. „საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა. სტუმართმოყვარეობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა – ის, რასაც ყველას სიამოვნებით ვაჩვენებთ. ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ძლიერი ოჯახი ქმნის ადამიანის სულიერი სიმტკიცის საფუძველს, აქ ყალიბდება ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებები, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს-პრეზიდენტი

Editor Dali
0
ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის, სადაც ვსწავლობთ პირველ გაკვეთილებს ღვთის სიყვარულზე, კაცთმოყვარეობაზე, სითბოზე, თანაგრძნობასა და ურთიერთპატივისცემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს. „დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ. ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე. „ალბანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე სიტყვით მივმართე ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მედეგობის განმტკიცების თემაზე ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მონაწილეებს. საქართველო […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება – პრემიერი

Admin Tamuna
0
როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს. მთავრობის მეთაურის თქმით, მან პოლიტიკურ ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით. „გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, თუმცა […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ