1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა

პოლიტიკა

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები განზრახ თავდასხმას “შეხვედრას” უწოდებენ, თან, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა იდენტურ ტექსტს ავრცელებს -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი“ და პ„უბლიკა“, ხალხის არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხზე თავდასხმას. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე. „ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი “და […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

მთავარია ხარისხი იყოს და საქმის გაკეთება იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულებები ჰქვია – გია ვოლსკი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე

Admin Tamuna
0
დასაბუთებას, ალბათ, იურიდიული კომიტეტი წარმოადგენს, მაგრამ თუ პოლიტიკურად შევხედავთ, მთავარია ხარისხი იყოს და საქმის გაკეთება იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულებები ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფაქტს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას შეუერთდება. მისი თქმით, „ევროკავშირთან ვალდებულებების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ კარგ პოზიციაზე გვაყენებს“. „ვალდებულება […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს, არ გადაიხდიან გირაოს და იმავე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა, გირაო ვინც არ გადაიხადა – დავით მათიკაშვილი

Editor Dali
0
ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს, სასამართლო დავალების შეუსრულებლობისთვის სანქცირება იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, „საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება დამარცხდება და ისინი თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ“. „ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს. ისინი დაიბარეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე და არ გამოცხადდნენ, თუმცა კარგად იცოდნენ, რომ გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

“ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს” – დავით ჭიჭინაძე

Editor Dali
0
ნონა გაფრინდაშვილის შვილი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შესახებ საუბრობს, რომელიც იმ ღამით განვითარებულ მოვლენებს სადამსჯელო სპეცოპერაციას უწოდებს. “ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს. მე ვერ მოვთხოვ მათ პასუხს, ვინც იცეკვა და იმღერა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი აცეკვეს და ამღერეს. ეს იყო სადამსჯელო […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

26 მაისის ღამეს გაფრთხილების გარეშე ჩაიკეტა ყველა გასასვლელი, ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ მაშინდელ რეჟიმს, მოაქციეს ყულფში, მიზანი იყო დასჯა -დავით ლორთქიფანიძე

Editor Dali
0
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ პარლამენტის ყოფილ წევრს, დავით ლორთქიფანიძეს უსმენენ. დავით ლორთქიფანიძემ კომისიის სხდომაზე 26 მაისის აქციის მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიზანი იყო, ნებისმიერი საშუალებით რაც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, რის გამოც ცდილობდნენ საზოგადოებაში შიშის დათესვას და ამის გამოხატულება იყო 26 […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

სააკაშვილმა 2011 წლის 26 მაისის აღლუმზე, ძალადობრივად დაშლილი აქციისა და სისხლის ფონზე, დააჯილდოვა ის ადამიანები, რომლებიც დღეს ვითომ რაიმე ტიპის პროცესებს აპროტესტებენ – გურამ მაჭარაშვილი

Editor Dali
0
26 მაისის 14 წლის წინანდელი მოვლენები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები – ამ თემაზე გაკეთდება მთავარი აქცენტი დროებით საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში იწყება. საკითხზე სასაუბროდ, პარლამენტში ნონა გაფრინდაშვილს, დავით ლორთქიფანიძესა და ლუკა კურტანიძეს ელიან. დაგეგმილია ასევე, ინტერნეტის საშუალებით, გიორგი ბურჯანაძის ჩართვა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 26 მაისი არის […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

,,2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში”- პრემიერი

2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით მხოლოდ ავღანეთისა და ერაყის მისიებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, 32 მამაცი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ამ მისიებში და ამის დაფასებაც არის მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. “უნდა გავიხსენოთ საერთაშორისო მისიებში ჩვენი ქვეყნის წვლილი, რაც მათემატიკურადაც დათვლადია. კერძოდ, ჩემს […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

,,გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის”- პრემიერი

4 წელი გვიწევდა ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ასეთ დროს, ქართველი ხალხის, ისევე როგორც ხელისუფლების მოლოდინი იყო ის, რომ მეტ ყურადღებას გამოავლენდნენ ჩვენს მიმართ, თუმცა არის დუმილი და გადავწყვიტეთ, ღია წერილით გვეცადა გარკვეული ძვრების შეტანა ამ მოცემულობაში, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.   როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წერილის მთავარი გზავნილია, გადაიტვირთოს […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.   „კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას;   დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას.   საქართველო ნამდვილად ამაყობს და […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

რომის პაპი ლეო XIV: ოჯახი კაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული

რომის პაპმა ლეო XIV წმინდა საყდარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებისადმი მიმართვისას თქვა, რომ ოჯახი კაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული.  რომის პაპის თქმით, მმართველი ელიტის ამოცანა ჰარმონიული და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოებების მშენებლობის ხელშეწყობა უნდა იყოს, ეს კი ოჯახში ინვესტიციების ჩადებით შეიძლება შესაძლებელი გახდეს.  „მმართველი ელიტის ამოცანაა ჰარმონიული და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოებების მშენებლობის ხელშეწყობაა. ეს, პირველ […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ