დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს, კონკრეტულად რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ საკითხი განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჯო უილსონი დაინტერესდა, რის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. „მადლიერი ვარ ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცე პოზიციისთვის საქართველოში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ […]
მას შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ არ შეიძლება, ენდო ივანიშვილის არჩევნებს და საქართველოში უნდა ჩავატაროთ რამე ალტერნატიული და ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ინტერნეტ არჩევნები, უკვე გვაქვს სამი შემოთავაზება, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, სპეციალისტები ევროპიდან და ამერიკიდან განიხილავენ, რომელია ყველაზე სანდო. „ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სატელეფონო არჩევნებმა. უნდა გითხრათ, რომ ასეთი არჩევნები […]
რაღაც მომენტში ისე შეეშინდათ, რომ დათვალეს ბადრის 2 მილიონი თუ რაღაც ჰქონდა დახარჯული 7 ნოემბერზე და ამ სიგიჟეებზე და შემოიღეს – მილიონზე მეტი თუ გქონდა, თუ მეგობარი იყავი რაღაცაში დაგაბანდებინებდნენ მაშინვე, თუ არ იყავი მეგობარი უბრალოდ წაგართმევდნენ, იმიტომ რომ ეშინოდათ. ამიტომ, მოვხვდით ისეთი სიტუაციაში, როცა არავის არ უნდოდა საქართველოში დაბანდება, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი […]
ცხადია, 26 მაისს პროვოკაციის მოწყობის მცდელობა ექნებათ – რა თქმა უნდა, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტები, ყველაფერს გააკეთებს, ასეთი ბინძური პროვოკაციები იქნეს არიდებული, რაც დააანონსა თუნდაც, სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, 26 მაისი არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. „26 […]
იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, „ფარას” კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო, თუმცა, საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. „აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ […]
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს, ირაკლი რუხაძეს უსმენენ. მან განმარტა როდის და რატომ დაიძაბა ურთიერთობები „იმედსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას შორის. „პირველი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა შემთხვევით ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, რომლებმაც საწყალი სანდრო და მისი მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე, რომელიც ასევე ბადრის სახლთან იყო. […]
ძალიან გთხოვთ, აქ გირაოზე არ არის საუბარი და არც 10 000 და არც 50 000 ლარზე, საუბარია, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ თუ არ თამაშობ! – ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საკითხს, უნდა მოხდეს თუ არა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს […]
ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, კანცლერ ფრიდრიხ მერცს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მოგვესმინა ინფორმაცია მისი სატელეფონო საუბრის შესახებ ვლადიმერ პუტინთან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს. „მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ რჩებოდეს […]
ჩვენს ჯარებს ჩვენი ტერიტორიებიდან არავინ გაიყვანს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენს ჯარებს ჩვენი ტერიტორიებიდან არავინ გაიყვანს, ეს ჩემი კონსტიტუციური ვალია, ჩვენი სამხედროების ვალია. არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. არ ვიცი, რა პრინციპებია მემორანდუმში, რომლის შესახებაც ადრე განაცხადა პუტინმა. თუ რუსეთი პირობად აყენებს ჩვენი ჯარების გაყვანას ჩვენი მიწიდან, […]
თავადაც კარგად იციან, თუ რა არის მათი მხარდაჭერა და რამდენი ხმა მიიღეს. ხელისუფლებაში რომ ვერ მოვიდნენ და საკუთარი შედეგი არ მოეწონათ, ამიტომ გადაწყვიტეს ქართველი ხალხის არჩევანის ანულირება, რაც არ გამოუვიდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა. გორდულაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ანი წითლიძე ამბობს, რომ არჩევნებში ზუსტად ის ციფრი და პროცენტები […]