როდესაც საქართველო აქტიურად მუშაობდა ევროლიბერალიზაციის მისაღებად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ, სადაც განსახილველი საკითხია „2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური […]
დღეს საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი, – ამის შესახებ აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს“. „ამ წერილით გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოში […]
როგორც Reuters-ისა და CBS News-ის ცნობები ცხადყოფს, ვაშინგტონმა თეირანს აცნობა, რომ ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტის დაბომბვა იქნებოდა ერთჯერადი, შეზღუდული ოპერაცია და რომ თეთრი სახლი რეჟიმის შეცვლას არ ესწრაფვოდა. CBS-ის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები „შაბათს დიპლომატიური არხებით დაუკავშირდნენ ირანს“ და განაცხადეს, რომ ეს დარტყმები იყო ყველაფერი, რასაც შეერთებული შტატები გეგმავდა და უფრო ფართო ომი არ იყო […]
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მეორედ დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანას საკითხზე. როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომისიას ორჯერ წერილობით […]
რომეო მიქაუტაძის დაკავება კორუფციასთან ბრძოლასთან კავშირში არ არის, ღარიბაშვილის დროს ის იყო შავი სალაროს მთავარი ხაზინადარი, როგორც ჩანს, კობახიძემ ხალხისგან მოპარული ფული ერთი ჯიბიდან მეორეში უნდა გადადოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, სახეზეა შიდა კლანური დაპირისპირება. „რომეო მიქაუტაძის დაკავება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან. ეს იყო […]
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნმობით, ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება. „ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება […]
„ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, […]
რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს, რომლის დროსაც 10 დარტყმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის 3 მაშველი. მაშველების განცხადებით, ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული. საგანგებო სიტუაციების სამსახური ცნობით, დაზიანდა 23-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, სადაც ხანძარმა მე-18, მე-19 და მე-20 სართულები […]
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით თეირანში ავიაიერიშები განახორციელა, რომლის სამიზნეც ირანის ათობით სამხედრო ობიექტი და ბირთვული კვლევის ობიექტი იყო, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ავიაიერიშებში 60-ზე მეტი გამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც 120 საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს. სამიზნეებს შორის იყო რაკეტების წარმოების რამდენიმე ობიექტი თეირანში, რომელიც ირანის თავდაცვის სამინისტროს სამრეწველო ბირთვს წარმოადგენდა. „სამიზნეებს შორის იყო […]
ისრაელსა და ირანს შორის ომი მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მოვლენად იქცა. ამ ომის შედეგი განსაზღვრავს, თუ როგორ შეიცვლება ძალთა გლობალური ბალანსი. ისრაელი გამანადგურებელ დარტყმებს აყენებს ირანის ბირთვულ ობიექტებს და ქვეყნის მმართველი ელიტის წარმომადგენლებს. განადგურებულია ათობით ირანელი გენერალი, ბირთვულ კვლევებში ჩართული მეცნიერები და აიათოლა ხამენეის მრჩევლები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ირანში რეჟიმის შეცვლას შეეცდება. თეირანში […]