ევროპარლამენტის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის, ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროდან იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, კორუფციასთან ან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლიანი დასკვნა ეუთო/ოდირ-ის დოკუმენტში უნდა ვეძებოთ, სადაც ამგვარი არაფერი წერია. „რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე […]
324 ხმით ხმით 25-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით, „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა 87-მა წევრმა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მისი ხელმომწერები მოითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ამასთან, რეზოლუციაში საუბარია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ყველა რეპრესიული კანონმდებლობა. „საქართველოს შესახებ წინა რეზოლუციების გათვალისწინებით, […]
“რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ, რაღაც დააზიანონ, კანონი დაარღვიონ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომელიც ხელისუფლებას რეპრესიებში ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლიტიკოსი ვალდებულია კანონი დაიცვას. “რეპრესიებზე საუბარი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. მათ აქვთ სურვილი, რომ თავიანთი დანაშაული რეპრესიად შეფუთონ. ანუ რა გამოდის, რომ თუ გაქვს პოლიტიკოსის […]
დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა,- ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა სოზარ საუბარმა განაცხადა, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება. ამასთან, კომისიის დღევანდელ სხდომაზე იკითხება დავით […]
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, ხაიშის სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გია ანსიანმა ისაუბრა. გია ანსიანის განცხადებით, დავით ცინდელიანი სამმა ახალგაზრდამ სხვა მანქანაში გადასვა და […]
ისრაელში, საქართველოს საელჩოს მიმდებარედ ჭურვის ჩამოგდების შედეგად საელჩოს შენობა არ დაზიანებულა და თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა. დიპლომატიური […]
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: ისრაელის ირანზე თავდასხმა […]
ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ზიზღს და სურვილს, მოიშოროს საქართველოს მთავრობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა. ტიერი მარიანის თქმით, ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის. „მედიის თავისუფლება არ ნიშნავს ზედმეტ უფლებას და არც არის ალიბი უცხოური ჩარევისთვის. მოდით, ვნახოთ, რას აკეთებს პარლამენტი ამ დებატებში. ქალბატონ მზია ამაღლობელს ასამართლებენ, რადგან 12 […]
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, რამდენიმე თვეში “ნაციონალური მოძრაობა,” როგორც პარტია აღარ იარსებებს. ამის მიზეზებზე რაქვიაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა. “მე ბევრი სხვადასხვა ჯგუფისგან ველოდები დამატებით მხარდაჭერას, გარდა იმ 62 000-ისა, რომელმაც უკვე ხმა მოგვცა. წარმოიდგინეთ, რა სურათი დადგება 5 ოქტომბერს, თუ იგივე გაგრძელდა, რაც ახლა ხდება. 5 ოქტომბერს, ბატონი ბიძინა შეძლებს თქვას, რომ […]
გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი, ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩესმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა. „ყველაზე შემაშფოთებელი ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან არ მხოლოდ რეპრესიებია, არამედ ის ქმედებები, როგორც მოქალაქეებს ეპყრობიან – ბავშვებივით, არასრუწლოვნებივით. გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი […]