ჩვენ ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს ინტერესს საკუთარ ინტერესზე მაღლა არ დააყენებს. „ამ ცხრილებში მოცემულია საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შედარება 2021-2024 წლებში. მაშინ, როცა 2021 წელს, მოლდოვა – […]
ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილია საარჩევნო კალენდარზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, გარე ძალებს უნდათ, რომ აგვისტო-სექტემბერში, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მავნებლობა […]
ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად დონალდ ტრამპმა ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს – ნათქვამია ერთობლივ სტატიაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრემერი ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკულია, თუმცა მისი მთავრობა “აშკარად მოსკოვისკენ იხრება” და ქართულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით სულ […]
ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალს, რომლებმაც ცესკო-ს მიმართეს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში. ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციას შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა. ესენია: „გახარია საქართველოსთვის“ – ნომერი 25. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (შემოკლებული დასახელება მპგ „ქართული ოცნება“) – ნომერი 41. „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – […]
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი და იყრის თუ არა ის მესამე ვადით კენჭს, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას გაიგებთ ვინ იქნება [თბილისის მერობის] კანდიდატი. გინდათ, რომ ისევ ისე გითხრათ, რომ „აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ?“ – გეუბნებით! დაელოდეთ, ყველაფერს […]
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონები, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ფონდების დაფინანსება პირდაპირ იყო ჩართული ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ამაზე უნდა ზრუნავდეს ევროპული ბიუროკრატია და არა იმაზე, რომ საქართველოს აუკრძალოს რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება. „კანონი გამჭვირვალობის შესახებ, არის კანონი […]
ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია იმისათვის, რომ ჩვენ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად აღვკვეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც, სადაც განაცხადეს, რომ ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ამის მორიგი დადასტურებაა. „ზოგადად, ძალიან გააქტიურებულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით და ამის შედეგები […]
მამუკა ხაზარაძესთან ერთადაც მარტო იქნება ბიძინა, ეს იქნება ჩვენი ამოცანა და ამას უზრუნველვყოფთ. ეს ორი პარტია რასაც გააკეთებს, ყველაფერი კომიკური იქნება. ნორმალური და ღირსეული ადამიანი მათ მერობის კანდიდატად ყოფნას არ დათანხმდება, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. როგორც ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიზანია, მთავარი […]
ევროკომისია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა გაუქმდეს კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. გარდა ამისა ევროკომისია მოუწოდებს საქართველოსб უზრუნველყოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს, შეკრების […]
მივესალმები „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას – მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წერილი მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ხაზარაზე აღნიშნავს, ბოიკოტი „ქართული […]