„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და იმ არნახულ წნეხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მომდინარეობს. საზოგადოებრივი მოძრაობა – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შექმნის პირველივე დღიდან, ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების უტოპიური საკითხი კონკრეტული ჩრდილოვანი ძალებისათვის, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველებისთვის აუცილებლად გახდებოდა შანტაჟის […]
ირაკლი ხვადაგიანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის მე-8 (!) ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზუსტად ეს სქემები ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება. პაპუაშვილის თქმით, „მართლაც კატასტროფაა იმის […]
8 ოპოზიციური პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს. პარტიების ერთობლივი განცხადება საზოგადოებას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ გააცნო. “ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს. ჩვენ, 8 პროდასავლური ძალა არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ […]
საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს, – ამის შესახებ ევროპარლამენტი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე. „საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის თავის ავტორიტარულ კურსს. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, […]
ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების 19 წარმომადგენელი დაასანქცირა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მარგუს ცაჰკნას კომენტარსაც ავრცელებს, სადაც ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ დასანქცირებული პირები პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე. სანქცირებულთა შორის არიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია, გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე, მოსამართლეები: ჯვებე ნაჭყებია, ირაკლი შვანგირაძე, ნინო გალუსტაშვილი, ნინო სახელაშვილი, საქართველოს […]
ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება – ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საკითხები თუ გადაუჭრელი დარჩება, ამას შესაძლოა, უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს. „უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი: რა უნდა ვიცოდეთ: 1. არსებული მდგომარეობა უვიზო მიმოსვლა […]
ე.წ. ენჯეობი და „ნაცები“ გაყუჩებულები და გაჩუმებულები რომ არიან, გახარია თვალთხარია აღარ არის? გამოძიებას გახარიას საწინააღმდეგო ჩვენებას რატომ არ აძლევენ? თუ უცხოელი პატრონების რიგებში ჩაეწერენ და იმათ აუკრძალეს, გახარიას თავს აღარ დაესხათო? – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საჯარო დონეზე გახარიას პასუხისმგებლობა უკვე გამოკვეთილია, რადგან თავად გამოკვეთა, როცა თქვა, რომ […]
რობინ დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ რეალურად გადაყენებული ელჩი. გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის თავისთავად სერიოზული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს რობინ დანიგანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მას გაუგზავნა პირადი წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. რობინ დანიგანის თქმით, ეს წერილი „იყო მუქარის შემცველი, […]
შენ გიწევს რიგში დგომა, ან არდგომა ვიზასთან დაკავშირებით, ეს ტექნიკური საკითხია, სტაბილურობა თუ არ გვექნა ქვეყანაში, გინდა უვიზოდ წადი, გინდა ვიზით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჯორდანო ბრუნოს მსგავსად, უნდათ კოცონზე დაწვან საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, რადგან კაცი კაცია და ქალი ქალი. „გვთხოვენ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას, […]
ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის ვართ მზად, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წაყენებული ყველა პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. „რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია […]