ისრაელის განცხადებით, ქალაქ სუვეიდას მახლობლად სირიის სამთავრობო ძალები დაბომბეს, როდესაც ისინი ორდღიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ ქალაქში შევიდნენ, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან სუვეიდაში ძალებსა და იარაღზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა, რადგან მთავრობა დრუზების წინააღმდეგ მათ გამოყენებას აპირებდა. სირიამ ისრაელის ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ დარტყმებს შეიარაღებული ძალების წევრებისა და […]
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. სიკორსკიმ უპასუხა კითხვას, რა არის პოლონეთის პოზიცია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე? „მე დავიბადე კომუნისტურ პოლონეთში. ეს იყო ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ ზოგიერთ პერიოდში გვაძლევდა საშუალებას, საზღვარგარეთ გვემოგზაურა. და ამ დროს ჩვენ, კერძოდ, ვაფასებდით […]
ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, აუცილებელია შეთანხმების მიღწევა კონკრეტულ, ტარგეტირებულ ზომებზე, რაც პასუხისმგებლობას სრულად დამნაშავეებს დააკისრებს. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე, ბრიუსელში მინისტრებთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ჩემი გზავნილი […]
საქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. „განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. მაგიდაზე […]
ერთადერთ შეფასებას გავაკეთებდი: ეს უნდა იყოს გაფრთხილება ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერი პირისთვის – კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ ხვალ და ზეგ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ. ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელია სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან ერთ დროს თანამშრომლობდნენ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა […]
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის საპატიმროდან წერილს ავრცელებს და მასზე ძალადობის დეტალებს აღწერს. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს […]
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. ბერდია სიჭინავას თქმით, პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლაზე შეთანხმდნენ. „ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აცხადებს […]
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებაში საუბარია, იმაზე, რომ დღევანდელობაში ევროპის დემოკრატია უკუსვლას განიცდის, რის ფონზეც მათ მიერ დაწესებული სანქციები, თუ დეზინფორმაციული წერილები არავის უკვირს. „დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის. ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობას წართმეული აქვს […]
18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ეხმაურებიან 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას. ამასთან, აღნიშნულია, რომ დღეს […]
საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ ჩამოაყალიბა ქვეყნის ისტორია, კულტურა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გეოპოლიტიკურ კონტექსტში, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც გარშემო ხდება, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შემდეგ […]