აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ამერიკული ლობისტური კომპანია – “ნელსონ მალინსი” (Nelson Mullins Riley & Scarborough, LLP) – დაიქირავა. ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს. 11 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამ 360,000 აშშ დოლარი გადაუხადა, რომელიც ლობისტების 6 თვის […]
ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა, როდესაც უპასუხა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ კითხვას, კერძოდ, საელჩოს განცხადებაზე, რომლის თანახმად “ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა […]
მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერსი, ამაზე საუბრობენ ევროპელი პოლიტიკოსების უმრავლესობა. არავის უნდა უკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“. პრემიერის თქმით, „დიფ სთეითის“ ინტერესი არის, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივდეს, ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალება კი საქართველოში მეორე ფრონტის […]
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატების მიერ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენებას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის განმარტებით, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები, თითქოს ქვეყანამ ევროკავშირის გზას გადაუხვია, უარგუმენტოა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. „როდესაც ევრობიუროკრატების ცარიელ და ლიტონ სიტყვებს არ მოჰყვება რეალური მტკიცებულებები და ქმედებები და მათი ამ განცხადებების საპირისპირო კეთდება საქართველოში, რა […]
ევროკავშირი საქართველოზე მკაცრად საუბრობს, მაგრამ რბილად მოქმედებს, – ამ სათაურით აქვეყნებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სტატიას. როგორც იოზვიაკი სტატიაში აღნიშნავს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, თუმცა ევროპულმა კომისიამ წერილი გაუგზავნა თბილისს გაფრთხილებით, რომ აგვისტოს ბოლომდე რამდენიმე პირობა თუ არ შესრულდება, ქართველების უვიზო მგზავრობის პრივილეგიები, შეიძლება, შეჩერდეს. „ახლა […]
მცდელობაა, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოს. სუვერენიტეტის, ქვეყნის ღირსებისა და მომავლისთვის შექმნილი ცვლილებები ვერ გადაიხდება, მიუხედავად იმისა, ვინ მოითხოვს ამას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. გორდულაძის თქმით, „ევროკავშირიდან იმუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, რომელიც „ქართული ოცნების“ დამსახურებაზე დაფუძნებული მონაპოვარია“. „რბილი სახელი ჰქვია – რეკომენდაციები. რეალურად, ეს რეკომენდაციები კი არ არის, მოთხოვნებია, რასაც […]
დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ და რაც არ მოგწონს, იმისთვის „რუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება, გერმანიის ელჩისთვის უხსენებელ „დიფ სთეითს“ უწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „დიფ სთეითის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს. […]
ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის პირადი ტყვე და ამას აღიარებს ყველა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ. „ეს არის ივანიშვილის მორიგი ე.წ. სასამართლო პროცესი. ამ შენობაში ყველაფერია, გარდა სამართლისა, ყოველდღიურად ვუყურებთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის პირადი ტყვე და […]
პროები თვითონ არიან, ჩვენ ქართველები ვართ და საქართველო აღარავის დაემონება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მამუკა მდინარაძე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდი განცხადებას ეხმაურება, რომელიც ბარაკ ობამასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. გაბარდი მათ შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის […]
მადლობა უნდა გადავუხადოთ ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც კობახიძე წერს, „ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო […]