“ახლა დადგა გახარიას მხილების დროო – შეთქმულების თეორიაც ამას ჰქვია”- სოზარ სუბარი
411
0
მოძრაობა „ხალხის ძალის” ლიდერი, სოზარ სუბარი, პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„ე.ი. რა გამოდის: დაახლოებით 2 წლის წინ გიული ალასანიამ „ქართული ოცნების“ შეკვეთით თქვა, რომ მისი შვილი – მიხეილ სააკაშვილი – რუსეთის აგენტია, „ნაციონალური მოძრაობა“ – პარაზიტების პარტია, ხოლო ნოდარ მელაძე – „ეფესბეს“ აგენტი და გამხმოვანებელი.
და ეს ყველაფერი იმისთვის დასჭირდათ, რომ, სხვათა შორის, მიეყოლებინათ – გიორგი გახარიაც რუსეთის აგენტია, ოღონდ უპერსპექტივოო.
თქვეს, ჩაწერეს, შეინახეს და 2 წლის შემდეგ გამოაგდეს – ახლა დადგა გახარიას მხილების დროო. შეთქმულების თეორიაც ამას ჰქვია“, – აღნიშნავს სოზარ სუბარი.