1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინის კონფლიქტში აშშ-მა მოიგო, ხოლო ევროპამ წააგო” – ვიქტორ ორბანი

“უკრაინის კონფლიქტში აშშ-მა მოიგო, ხოლო ევროპამ წააგო” – ვიქტორ ორბანი

“უკრაინის კონფლიქტში აშშ-მა მოიგო, ხოლო ევროპამ წააგო” – ვიქტორ ორბანი
82
0

ომში ამერიკა იგებს, ხოლო ევროპა აგებს – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში, ევროპა არის ყველაზე დიდი დამარცხებული.

“არასწორი სანქციების პოლიტიკის და ომის მსხვერპლნი ევროპელები არიან. ომში ამერიკა იგებს, ხოლო ევროპა აგებს. ამ დროისთვის სადავოა რუსეთი მოიგებს თუ წააგებს, მაგრამ ისინი ამდენს არ კარგავენ. ზოგადად, ეკონომიკური თვალსაზრისით, უდავოდ შეიძლება ითქვას, რომ ევროპა არის ერთადერთი, უფრო სწორად, ყველაზე დიდი დამარცხებული მთელ ამ კონფლიქტში,” – განუცხადა ორბანმა რადიო Kossuth-ს.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპა კარგავს რუსულ ენერგორესურსებს ამერიკულის სასარგებლოდ უარის თქმით, რაშიც 5-10-ჯერ მეტი უნდა გადაიხადონ. მისი აზრით, ევროპამ “ამერიკელ მეგობრებს” უნდა დაუსვას კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ დარჩება მოგებული ამ სიტუაციაში