1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის დაღწევაში ლЯკა ხოშტარია უშლიდა ხელს” – დავით ქართველიშვილი
“ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის დაღწევაში  ლЯკა ხოშტარია უშლიდა ხელს” – დავით ქართველიშვილი

“ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის დაღწევაში ლЯკა ხოშტარია უშლიდა ხელს” – დავით ქართველიშვილი

414
0

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი,  უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის მიმართვას:”საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდებს დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში”

 სოციალურ ქსელში  ეხმაურება.

როგორც ქართველიშვილი წერს  ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის დაღწევაში “დროას” ლიდერი,  ელენე ხოშტარია უშლიდა ხელს. რის მაგალითადაც ანალიტიკოსს,  “დროას” მიერ ლარსის გამშვებ პუნქტთან გამართული აქცია მოყავს.

მისი თქმით,  სწორედ ასეთი აქციებით უშლიან ხელს ომის მოწინააღმდეგეებს მობილიზაციისაგან თავის არიდებაში.

„მათ გუშინ მობილიზაციისგან თავის დაღწევაში ლЯკა ხოშტარია უშლიდა ხელს. მათ მიმართ პუტინის სლოგანს იყენებდა, რომ ისინი “დეზერტირები” არიან და საქართველოში მათ შეშვებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა იმ “რუსულ ოცნებას”, რომელიც ევროკავშირის, თეთრი სახლის და უკრაინის მთავრობის მოწოდებების თანახმად, პუტინის რეჟიმის მსხვერპლ, ომის მოწინააღმდეგე მოსახლეობას, მათ შორის ყირიმელ თათრებს, საკუთარი ქვეყნის კარებს უღებდა.

ამ პერფორმანსებს კი დიდი სიამოვნებით აშუქებენ ვალერი გერგიევის (მარიინსკის თეატრი) სტიპენდიანტ ხოშტარიას ადგილობრივი თაყვანისმცემლები და პუტინის ლატენტური თანამოაზრეები. ჩაპერფორმანსებული, დასლოგანებული, დატრენინგებული, გაერთუჯრედებული ფეიკ-ინტელექტის, აღქმებისა და ინსტინქტების დონეზე მოქმედი გენმოდიფიცირებული მოსახლეობა – ეს არის ფსევდოლიბერალიზმის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული, ენით აღუწერელი მასშტაბის მქონე კატასტროფული ზიანი, რომლის აღმოფხვრას თაობები დასჭირდება,“- წერს ქართველიშვილი.

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკი,  საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდებს, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში.

ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთი მასობრივად ცდილობს ყირიმელი თათრების მობილიზებასა და ომში გაწვევას.

„მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და საქართველოს მთავრობებს ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევის თხოვნით. ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ძირძველი ხალხების წარმომადგენლების გადასვლას უკრაინის ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში. ახლა ყირიმის მკვიდრი ხალხების მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე!“ – განაცხადა  ვერეშჩუკმა.