1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
177
0

ვერძი

ამ დღეს ბევრი ვერძი შეიძლება, ინტრიგის მსხვერპლი გახდეს. ეცადეთ, შექმნილი ვითარება ობიექტურად შეაფასოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და გახსოვდეთ, რომ ასჯერ უნდა გაზომოთ, სანამ ერთხელ გაჭრით.

კურო

სავარაუდოდ, თქვენი შრომისმოყვარეობა და ოპტიმიზმი შეუმჩნეველი არ დარჩება, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი არ უნდა გქონდეთ. ეცადეთ, მეტი სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ. გირჩევთ, საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ – ახლა ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ.

ტყუპები

ამ დღეს გაღიზიანებული ხართ და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებთ: ხან გეჩვენებათ, რომ შეფი ირიბად გიყურებთ, ხან გგონიათ, რომ მეგობრები უმიზეზოდ გაგინაწყენდნენ. ბოლოდროინდელი პრობლემების მიუხედავად, ეცადეთ, საკუთარი ავტორიტეტის გასაძლიერებლად ყველაფერი გააკეთოთ.

კირჩხიბი

მათგან, ვისაც გუშინ სანდო მეგობრებად მიიჩნევდით, შესაძლოა, რეალური საფრთხე დაგემუქროთ. თუ გადარჩენა გსურთ, ეცადეთ, „კეთილის მსურველებისგან“ გათავისუფლდეთ. ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას ინტუიცია გიკარნახებთ.

ლომი

ამ დღეს შეუძლია თქვენი ავტორიტეტი და საზოგადოებაში გავლენა განსაზღვროს. შეგიძლიათ, კოლეგებისა და უფროსის კეთილგანწყობას იმედი გქონდეთ. მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას ეცადეთ, ყურადღება მთავარ საკითხზე გაამახვილოთ და წვრილმანებზე არ მოცდეთ.

ქალწული

ამ დღეს ფინანსურ საქმეებში სტაბილურობის იმედი არ უნდა გქონდეთ. სხვა ადამიანებისგან თანაგრძნობის უნარი გამოგარჩევთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსს და ყველანაირად ეცადეთ, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს.

სასწორები

ამ დღეს დამსახურებული აღიარება, პოპულარობა და საყოველთაო პატივისცემა გელით. შესანიშნავი დროა საკუთარი თავისა და მიღწევების წარმოსაჩენად.

მორიელი

გამოიყენეთ ლიდერის თვისებები სხვების დასახმარებლად და არა მათთან საკამათოდ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ეცადეთ, არ გადააჭარბოთ. სიტუაცია შეიძლება დაიძაბოს და ჩხუბი მოჰყვეს, რაც საქმეს მხოლოდ გააუარესებს. გირჩევთ, ამ დღეს მაქსიმალურად დაისვენოთ.

მშვილდოსანი

თქვენს გარემოცვაში დაწყებული სერიოზული ცვლილებები საშუალებას მოგცემთ, საკუთარი საქმიანობა შეაჯამოთ და ახალ პროექტებში აქტიურად ჩაებათ. თამამად გაახმოვანეთ საკუთარი იდეები და, დაბრკოლებების მიუხედავად, შეუდექით მათ განხორციელებას.

თხის რქა

ვარსკვლავების განლაგება სამსახურში მეგობრული გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ მთელი ყურადღება ნაყოფიერი პარტნიორობის დამყარებასა და სასარგებლო თანამშრომლობაზე გადაიტანოთ.

მერწყული

ამ დღეს კონცენტრაციის უნარი გაძლიერებული გაქვთ. თუ თქვენი გარემოცვიდან ვინმეს არ ენდობით, უმჯობესია, ამ ადამიანს დაელაპარაკოთ. სანამ რამე დასკვნას გამოიტანთ, დარწმუნდით, რომ განიხილეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ.

თევზი

დღეს ენერგიულად იგრძნობთ თავს, ამიტომ გამოიყენეთ ეს ენერგია სამუშაო პროექტების დასასრულებლად. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს აღიზიანებთ ქედმაღლობა. ნუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენი თვალსაზრისია სწორი.