1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა”– სახალხო დამცველი
“ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა”– სახალხო დამცველი

“ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა”– სახალხო დამცველი

240
0

„ჩვენი საერთო შეფასებით, ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს არსებითად ნამდვილად არ გაუმჯობესებულა, პირიქით – მთელ რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა,”– ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.

ლომჯარიას თქმით, ანგარიშში საუბარია დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ ნეგატიურ გადაწყვეტილებებზე, ასევე ჟურნალისტებზე ძალადობასა და 5 ივლისის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე. 

“განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ გასულ წელს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ არაერთი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პირველ რიგში, ვგულისხმობ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ასევე მართლმსაჯულების სისტემაშიც იქნა დაჩქარებული წესით ისეთი ცვლილებები მითითებული, რამაც ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, სახალხო დამცველის და მისი აპარატის წარმომადგენელთა მიმართ იყო თავდასხმები.

განსაკუთრებით გართულდა გასულ წელს უფლებადამცველების, ჟურნალისტების საქმიანობა და მათ მიმართ ძალიან მტრული გარემო იყო შექმნილი, რამაც კულმინაციას მიაღწია 5 ივლისს, როცა ადგილი ჰქონდა ძალადობას ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების და ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ. ამ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე დასჯილნი არ არიან და ამას შევახსენებ პარლამენტს,”– აცხადებს ლომჯარია. 

ომბუდსმენის თქმით, 2021 წლის ანგარიშში მოხვდა ასევე უკანონო მოსმენების საკითხიც, რომელიც, მისივე შეფასებით, ადასტურებს, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან უკანონო მიყურადებას.

“შარშან ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ, სუს-დან ყველაზე მასიურ გაჟონვას ინფორმაციის, რომელიც დიდი ალბათობით, ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან სავარაუდოდ, უკანონო მიყურადებას, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევას,“ – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ანგარიშში საუბარია ასევე, მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე, კარტოგრაფების საქმეზე, რომელიც მისივე თქმით, სახალხო დამცველმა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა, ასევე, ამავე ანგარიშში საუბარია „თიბისი ბანკის“ და სხვა გახმაურებულ საქმეებზე.