1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ირინა ვერეშჩუკი საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდებს დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში

ირინა ვერეშჩუკი საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდებს დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში

ირინა ვერეშჩუკი   საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდებს დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში
129
0

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდებს, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ირინა ვერეშჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთი მასობრივად ცდილობს ყირიმელი თათრების მობილიზებასა და ომში გაწვევას.

მისი თქმით, ყირიმში საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო არალეგალური მობილიზაცია და მიმდინარეობს ყირიმელი თათრებისა და ყირიმის სხვა ძირძველი მოსახლეობის მასობრივი მობილიზება, რათა მონაწილეობა მიიღონ ომში ოკუპანტების მხარეს.

ვერეშჩუკი აღნიშნავს, რომ ყირიმელი თათრები ცდილობენ უკრაინის მეგობარ ქვეყნებში წასვლას, მაგრამ მისივე თქმით, რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიეტუველი და ქართველი მესაზღვრეები ზოგჯერ ყირიმის მკვიდრი ხალხების წარმომადგენლებს უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე.

„მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და საქართველოს მთავრობებს ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევის თხოვნით. ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ძირძველი ხალხების წარმომადგენლების გადასვლას უკრაინის ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში. ახლა ყირიმის მკვიდრი ხალხების მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე!“ – განაცხადა  ვერეშჩუკმა.