
18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
მშვიდად უნდა აღიქვათ მიმდინარე მოვლენები, არ ინერვიულოთ და არ მოახდინოთ სიტუაციის დრამატიზირება. ვიღაცამ თქვენი ახლო წრიდან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს გეგმებს და იმედი გაგიცრუოთ. საღამოს წადით საინტერესო ადგილას, შეიცვალეთ გარემო.
კირჩხიბი
კარგი დღეა ჰობისთვის, შემოქმედებითი იდეის განსახორციელებლად. შეგიძლიათ შეასრულოთ ძველი დავალება, რომელიც ადრე მუდმივად გადადებული გქონდათ. მოუსმინეთ უფროსების რჩევებს.
ლომი
დაუთმეთ დღე საკუთარ თავს და თქვენს ჯანმრთელობას. თუ რამე გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს. დაეხმარეთ თქვენს იმუნურ სისტემას, დაიწყეთ ვიტამინების მიღება, გამოიძინეთ. დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი. ფიზიკური აქტიურობა თავს უფრო ენერგიულად გაგრძნობინებთ.
ქალწული
იპოვეთ მხიარული, ხალისიანი ადამიანები, რომლებიც თქვენი გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებიან. ეს ენერგიას მოგცემთ მთელი დღის განმავლობაში და აგიმაღლებთ განწყობას. საღამო დაუთმეთ საყვარელი ჰობის. მოერიდეთ ნეგატიურ საუბრებს, რთულ თემებს.
სასწორი
ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგეხმარებათ თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი. გაისეირნეთ პარკში. საჭიროების შემთხვევაში დაიწყეთ ვიტამინების მიღება. რაციონიდან გამორიცხეთ ცხიმიანი და ცხარე საკვები. ნუ დაგეგმავთ რთულ დავალებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ.
მორიელი
თქვენს საყვარელ ადამიანს ყურადღება სჭირდება. კარგი დღეა გულწრფელი საუბრისთვის და რთულ საკითხებში გარკვევისთვის. იყავით უფრო რბილი და ტაქტიანი, რათა არ შეურაცხყოთ თქვენი საყვარელი ადამიანი, აკონტროლეთ სიტყვები და გამონათქვამები.
მშვილდოსანი
გაატარეთ ეს დღე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ, მოგცეთ კარგი რჩევა. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, ეს დაგეხმარებათ პირად ურთიერთობებშიც და ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაციაშიც.
თხის რქა
გირჩევთ გაატაროთ დღე ოჯახთან ერთად, წახვიდეთ სადმე ერთად და განიხილოთ აქტუალური საკითხები. არსებობს ახალი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობა, რომელიც ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ.
მერწყული
დააკვირდით რა ხდება თქვენ გარშემო, მოუსმინეთ საუბრებს. დღეს წინათგრძნობა მოგცემთ მნიშვნელოვან მინიშნებებს. შესაძლებელია საბედისწერო შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც დაუახლოვდებით. შეინარჩუნეთ კარგი განწყობა, ისაუბრეთ პოზიტიურ ადამიანებთან.
თევზები
დაუთმეთ დღე სასიამოვნო აქტივობებს, იარეთ აუზზე, გაიკეთეთ მასაჟი, ეწვიეთ სპორტდარბაზს. თქვენს იმუნურ სისტემას სჭირდება მოფრთხილება. იკვებეთ ჯანსაღად. გირჩევთ, მოერიდოთ გაღიზიანებულ ადამიანებს და არ ჩაერთოთ მათთან კამათში.