1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დუბაიში “ბურჯ-ხალიფა” საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა
დუბაიში “ბურჯ-ხალიფა” საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა

დუბაიში “ბურჯ-ხალიფა” საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა

174
0

მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, დუბაიში ბურჯ-ხალიფა საქართველოს დელეგაციის საპატივსაცემოდ კიდევ ერთხელ გაანათეს ეროვნული დროშის ფერებში.

მსოფლიო მთავრობათა რიგით მეთორმეტე სამიტში 30-ზე მეტი მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი პირი და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მანამდე, 27 იანვარს, საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბურჯ-ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.