გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
184
0
“დღეს, 17 ივნისს, უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება”, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.