1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება”-ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან გადადგომაზე
“შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება”-ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან გადადგომაზე

“შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება”-ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან გადადგომაზე

280
0

ლევან ხაბეიშვილს უთხრეს, რომ ის არაფრის გამკეთებელია, მისი უაზრო ჭიჭყინი და კედელზე თავის რახუნი, შედეგს არ იძლევა. ამიტომ მის ადგილს დაიკავებს „გაწონასწორებული, მშვიდი, კონსტრუქციული, პოლიტიკაში უაღრესად გათვითცნობიერებული“ თინათინ ბოკუჩავა. რეალურად არაფერი ისეთი არ მომხდარა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ ბოკუჩავას ხაბეიშვილისგან განსხვავებით შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამერიკელების მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე გამოცხადებულმა სანქციებმა, ისე დააბნია ნაცმოძრაობა, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბები გველის.

„აი, პირველი თვით სანქცირებული ოპოზიციიდან: ლევან ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან გადადგა, გადადგა მას მერე რაც შეასრულა ყველა ის დაპირება რაც მან თავის მხარდამჭერებს მისცა, სასტიკად დაამარცხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, თავით შეანგრია საავადმყოფოს კედელი, კბილებამდე შეიარაღებულ მცველებს ხელიდან გამოგლიჯა და გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი, ჩაიბარა რა ხელისუფლება, საქართველო დაჩქარებული წესით გააწევრიანა ნატოსა და ევროკავშირში.

ახლა კი სერიოზულად, ლევან ხაბეიშვილს უთხრეს, რომ ის არაფრის გამკეთებელია, მისი უაზრო ჭიჭყინი და კედელზე თავის რახუნი, შედეგს არ იძლევა. ამიტომ მის ადგილს დაიკავებს „გაწონასწორებული, მშვიდი, კონსტრუქციული, პოლიტიკაში უაღრესად გათვითცნობიერებული“ თინათინ ბოკუჩავა. რეალურად არაფერი ისეთი არ მომხდარა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ ბოკუჩავას ხაბეიშვილისგან განსხვავებით შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან, მაგალითად როგორ გააყალბეს არჩევნები, ან პოლიციელებზე თავდასხმის შემთხვევაში, დაკავებამდე იკივლოს ხელი გამიშვით ქალი ვარო…

როგორც ბრიფინგზე ითქვა, ეს გადანაცვლება სააკაშვილთანაც შეთანხმებულიაო, აკი სოფო ჯაფარაძე უნდა ყოფილიყო სიის პირველი ნომერი? თუმცა ამერიკელების მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე გამოცხადებულმა სანქციებმა, ისე დააბნია ნაცმოძრაობა, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბები გველის. მაშ ასე, გილოცავთ ოპოზიციაში ახლი იდეებისა და მხიარულების დაწყებას!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.