1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჟიული შარტავა დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც წამებული გმირი, ვაჟკაცობისა და რაინდობის სიმბოლო -შალვა პაპუაშვილი
ჟიული შარტავა დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც წამებული გმირი, ვაჟკაცობისა და რაინდობის სიმბოლო -შალვა პაპუაშვილი

ჟიული შარტავა დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც წამებული გმირი, ვაჟკაცობისა და რაინდობის სიმბოლო -შალვა პაპუაშვილი

43
0

ჟიული შარტავას სახელთან ასოცირდება ისეთი ზოგადსაკაცობრიო ჭეშმარიტი ღირებულებები, როგორიცაა სამშობლო, მოყვასის სიყვარული, თავგანწირვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, წლები კიდევ უფრო მონუმენტურსა და დიადს ხდიან ჟიული შარტავას პიროვნებას, ხოლო მისი თავდადება სიამაყით გადაეცემა თაობიდან თაობას.

,,ჟიული შარტავას სახელთან ასოცირდება ისეთი ზოგადსაკაცობრიო ჭეშმარიტი ღირებულებები, როგორიცაა სამშობლო, მოყვასის სიყვარული, თავგანწირვა. ის დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც წამებული გმირი, ვაჟკაცობისა და რაინდობის სიმბოლო. ასეთი იყო სიცოცხლეშიც და ასეთად უკვდავყო თავისი სახელი მოწამებრივი სიკვდილით.

ჟიული შარტავა არის სწორედ ერთიანი საქართველოს სულის უკვდავების განსახიერება, რომელიც დროისა და ყოველივე წარმავალის მიღმაა. წლები კიდევ უფრო მონუმენტურსა და დიადს ხდიან მის პიროვნებას, ხოლო მისი თავდადება სიამაყით გადაეცემა თაობიდან თაობას, ჩვენ შთამომავლობას.

დღეს ჟიული შარტავას დაბადებიდან 80 წლის იუბილეა და სრულიად საქართველო პატივს მიაგებს მის ნათელ ხსოვნას, ქედს იხრის მისი გაუტეხელი სულის და მამულიშვილობის წინაშე“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.