1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბათუმში დღეს „ლეგენდების სერიის“ პირველი მატჩი გაიმართება
ბათუმში დღეს „ლეგენდების სერიის“ პირველი მატჩი გაიმართება

ბათუმში დღეს „ლეგენდების სერიის“ პირველი მატჩი გაიმართება

381
0

ბათუმში დღეს „ლეგენდების სერიის“ პირველი მატჩი გაიმართება. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები „ინტერის“ ვარსკვლავებს შეხვდებიან. Geo11-სა და ინტერის ვარსკვლავებს შორის შეხვედრა „სპორტს ორიენტის“ ორგანიზებით და „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ტარდება.

ბათუმში იმყოფებიან ინტერის ის ფეხბურთელები, რომლებმაც 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი და თასი მოიგეს. გუნდის მწვრთნელი ჟოზე მპოურინიო იყო.

გუშინ საღამოს გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც კითხვებს თამაშის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა უპასუხეს. მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება.