1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2.27K
0

ვერძი

ხელსაყრელი დღეა იმის მიუხედავად, რომ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და დაუფიქრებლად იღებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ბასრ საგნებთან კონტაქტის და ფიზიკური მუშაობის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ. მოერიდეთ გარშემომყოფთა კრიტიკას და ეცადეთ, ოპონენტების მიმართ უფრო თავაზიანი იყოთ, თუნდაც თქვენი შეხედულებები მკვეთრად განსხვავდებოდეს.

კურო

მშვიდი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დიდი ხნის წინ გადადებული საქმეები დაასრულოთ. შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, იპოვოთ პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ. კარგი იქნება, თუ პრობლემის დროს დახმარებისთვის ძველ მეგობარს მიმართავთ და ახლობლების რჩევებს გაითვალისწინებთ. მოერიდეთ კამათს და ეცადეთ, კომპრომისული გამოსავალი მოძებნოთ.

ტყუპები

ამ დღეს რთულ და საპასუხისმგებლო საქმეებს უნდა მოერიდოთ – დილიდან სიზარმაცის შეტევებს ებრძვით და საეჭვოა, პროფესიული გმირობის ჩადენა მოისურვოთ. ეცადეთ, სიტყვა არ გატეხოთ და საყვარელი ადამიანისთვის მიცემული პირობა შეასრულოთ. ცუდ ფიქრებს ნუ აჰყვებით, რათა ირგვლივ მყოფები ნეგატიური აზრებით არ შეაშინოთ.

კირჩხიბი

პლანეტების კეთილგანწყობა საშუალებას მოგცემთ, წარმატებით განახორციელოთ ყველაფერი, რაც ამ დღისთვის დაგეგმეთ. თავი შეიკავეთ შენიშვნებისა და უხეში ხუმრობებისგან, რათა მეგობარი არ გაანაწყენოთ. შესაძლოა, თქვენმა აქტიურობამ გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოს და მომავალი პროექტებისთვის სპონსორი იპოვოთ.

ლომი

პრობლემები, რომლებსაც დიდი ხანია ებრძვით, ამ დღეს თითქმის თქვენი მონაწილეობის გარეშე გადაიჭრება. შოპინგისთვის წარმატებული დღეა – სასურველ ნივთს ხელსაყრელ ფასად იყიდით და დიდხანს მოგემსახურებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არაფერმა შეგიშალოთ.

ქალწული

ამ დღეს რაც არ უნდა გააკეთოთ, გარშემომყოფები თქვენს მიღწევებს შენიშნავენ და დააფასებენ. გირჩევთ, ძველი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოთ და სასურველს მარტივად მიაღწევთ. საყვარელ ადამიანებს ყურადღება მიაქციეთ, პრობლემების გადაჭრაში დაეხმარეთ და სიკეთე აუცილებლად დაგიფასდებათ. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

სასწორი

თუ წვრილმანებზე არ ინერვიულებთ და ყურადღებას ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებთ, ეს დღე კარგად ჩაივლის. შეცდომების თავიდან ასაცილებლად მშვიდი, პოზიტიური განწყობა უნდა შეინარჩუნოთ. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ – თქვენმა ცინიკურმა შენიშვნამ შეიძლება საყვარელი ადამიანი შეურაცხყოს.

მორიელი

ვარსკვლავების მხარდაჭერით დიდი მოცულობის სამუშაოს სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებთ. ნუ შეგეშინდებათ, დღეს იღბალი თქვენს მხარეზეა. მთავარია,საკუთარი ემოცია აკონტროლოთ, რათა მან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეგიშალოთ. ფიზიკური აქტივობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

დატვირთული დღეა. ეცადეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ, რადგან საღამოს ამისთვის ვეღარ მოიცლით. მზად იყავით კრიტიკისთვის და ეცადეთ, უსიამოვნო შენიშვნებს მშვიდად შეხვდეთ. შესაძლოა, თავისუფალი დროის სახლში გატარება გსურთ, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება.

თხის რქა

უსიამოვნო გარემოებებისა და შეფერხებების მიუხედავად, ამ დღეს ბევრის გაკეთებას შეძლებთ. გირჩევთ, ინიციატივა და აქტიურობა გამოიჩინოთ. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ამ დღეს დაპირებების მიცემას ან ვალდებულებების აღებას მოერიდეთ – მათი შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.

მერწყული

ამ დღეს ზოგი მერწყული მოგებიან შეთავაზებას მიიღებს და მნიშვნელოვან საკითხში წინსვლას მიაღწევს. ბევრს კი – სასიამოვნო მოგზაურობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები ელის. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. ეცადეთ, საყვარელი ადამიანი სასიამოვნო საჩუქრით გაახაროთ.

თევზები

ეცადეთ, გამონახოთ დრო საქმისთვის, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით. საკმაოდ მძიმე პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით და გარშემომყოფთა პატივისცემას დაიმსახურებთ. შესაძლოა, თქვენ მიმართ დამოკიდებულება ოპონენტებმაც კი შეცვალონ. ეცადეთ, თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა ურთიერთობებში გამოიყენოთ.