1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, დაამკვიდროს ისეთი აზრი, თითქოს სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი – მდინარაძე
გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, დაამკვიდროს ისეთი აზრი, თითქოს სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი – მდინარაძე

გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, დაამკვიდროს ისეთი აზრი, თითქოს სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი – მდინარაძე

149
0

გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს, რომელიც ცდილობს დაამკვიდროს ისეთი აზრი, თითქოს სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შეწყალება პრეზიდენტის საქმეა და მას თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს. უდავოა, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს, რომელიც ცდილობს დაამკვიდროს ისეთი აზრი, თითქოს სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი. ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი არ არიან პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმარია ადამიანი, ვინც პოლიტიკური ინტერესის გამო დააკავეს და უდანაშაულოა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მიხეილ სააკაშვილის ის თუ არ გჯერათ, რომ გირგვლიანის საქმეში ჩაერია, უკანონო დაპირებები გასცა, გელაშვილი აცემინა და აშ. ისიც არ გჯერათ, რომ საქართველოში კონტეინერით შემოიპარა და ამაშია დამნაშავე?!“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.