
,,ვერც პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ხომ საერთოდ”- პაატა ბურჭულაძე
2.48K
0
შემოვდივარ წინადადებით, ვაცადოთ კიდევ, 8 აპრილს შევიკრიბოთ და აღარ დავიშალოთ, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„ჩვენ ასე თუ გავაგრძელეთ და ეგეთი ტემპებით თუ ვიარეთ წინ, მალე ქვეყანა აღარ გვექნება და ვიქნებით სადღაც გადაკარგულში. გამოვდივარ წინადადებით, გადაეცით ყველას, ვინც ხართ მომხრე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ხომ ხედავთ, ვერც პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ხომ საერთოდ. ამიტომ მე შემოვდივარ წინადადებით, ვაცადოთ კიდევ 8 აპრილამდე. 8 აპრილს შევიკრიბოთ აქ და აღარ დავიშალოთ, ვიყოთ ბოლომდე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.