1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 17 ივნისის ამინდის პროგნოზი
17 ივნისის ამინდის პროგნოზი

17 ივნისის ამინდის პროგნოზი

0

17 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც მზეა, +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზეა, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზეს ელოდებიან. ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ომალოში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. დღისით +19 ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მცირე ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

ხანმოკლე წვიმა იქნება გურჯაანში, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმს, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.