1. Home
  2. TOP სიახლე
  3. იმედი გვაქვს, როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის გაგრძელებას – ნიკოლოზ სამხარაძე
იმედი გვაქვს, როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის გაგრძელებას – ნიკოლოზ სამხარაძე

იმედი გვაქვს, როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის გაგრძელებას – ნიკოლოზ სამხარაძე

0

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური შეხვედრა გამართა.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა, შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები, რუსული ოკუპაციის შედეგები და საქართველოს ეკონომიკური პროგრესი განიხილეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

“ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში. აქაც, ჩვენ ვთხოვეთ ლუქსემბურგულ მხარეს მხარდაჭერა, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დიალოგის განსაახლებლად. მზად ვართ,, ასევე, კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის, კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო კიდეც ფორმალური მიზეზი ევროკავშირ-საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ, გამჭვირვალობის კანონს. ამ მხრივაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას. იმედი გვაქვს, რომ ლუქსემბურგი, როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის გაგრძელებას.

რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, აქ ჩვენ პრობლემები ერთმანეთთან არ გვაქვს. პირიქით, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ვუმასპინძლებთ ლუქსემბურგის დელეგაციას საქართველოში. ასევე, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში დადასტურდა, რომ შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც ეწვევა ლუქსემბურგს,” – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.