ვალერი მელაძეს შესაძლოა მოსკოვში სავაჭრო ცენტრი ჩამოართვან
რუსული მედიის ინფორმაციით, მომღერალ ვალერი მელაძეს შესაძლოა მოსკოვში, ვოსტოჩნი ბირიულიოვოს სავაჭრო ცენტრი ჩამოართვან. ამის შესახებ telegram არხი Mash იტყობინება.
წყაროს ცნობით, მელაძე 13 წელია სავაჭრო ცენტრის „ვანტაჟ“-ის (Вантаж) მფლობელია. მომღერალი მიწას მერიიდან ქირაობს, რომელიც პირობებს ამოწმებს.
გასულ წელს ინსპექტორმა სავაჭრო ცენტრის შენობაში აღმოაჩინა: ავტოსკოლა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეკეთება, ასევე ლომბარდი. გამოვლენილი პუნქტები არღვევს მელაძესა და ქალაქის ხელისუფლებას შორის არსებულ შეთანხმებას.