1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს მიმართავს
გოგა ხაინდრავა  კელი დეგნანს მიმართავს

გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს მიმართავს

601
0

რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის, “ფორმულასთან” ინტერვიუს  სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმიანება. 

 

„08.08.08-ში ომიდან გაქცეული, მეომართა გვამების მიმტოვებელი, სამშობლოს უბედურებაზე გამდიდრებული, ლონდონში ფუფუნებაში მცხოვრები, თავდაცვის ექს-მინისტრის მიერ, თაღლითური გზით დაფინანსებული TV-ბუნაგიდან გვმოძღვრავთ ოლიგარხებზე და დემოკრატიაზე 08.08.2022.-ში ქალბატონო ელჩო?! – წერს გოგა ხაინდრავა.

 

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე “ფორმულასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე არ უსაუბრიათ სანქციებზეც, იმ საკითხებზე, რაც შესაძლოა, წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟის ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა“. 

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას მისი პირადი ფინანსების საკითხი არ განუხილავს.