1. Home
  2. სიახლეები
  3. საზოგადოება
  4. პრემიერ-მინისტრი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს
პრემიერ-მინისტრი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს

პრემიერ-მინისტრი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს

233
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს  44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს.

პრემიერი მოჭადრაკეებს შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

„საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია! ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავ ჩვენს საამაყო ქალბატონებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ“, – ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.