1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უნდა დავტოვოთ მანდატები, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა არაფრისმომცემია”- სოფო ჯაფარიძე
“უნდა დავტოვოთ მანდატები, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა არაფრისმომცემია”- სოფო ჯაფარიძე

“უნდა დავტოვოთ მანდატები, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა არაფრისმომცემია”- სოფო ჯაფარიძე

448
0

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, სოფო ჯაფარიძის შეფასებით, პარლამენტი იქნება, თუ საკრებულო, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა არაფრისმომცემია და ამით შედეგის მიღწევა შესაძლებელი არ არის.

„პარლამენტსა და საკრებულოში თუ დავრჩებით, რასაკვირველია, უნდა იყოს აქტიურობა და ხმაური, თუ გამოვალთ, უნდა დავტოვოთ მანდატები. სხვა შემთხვევაში, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, ჩემი აზრით, მხოლოდ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ისინი მართლები არიან. ჩვენი გუნდის წევრები გულწრფელად ფიქრობენ, რომ ამით შეიძლება გარკვეული შედეგის მიღწევა, მაგრამ მე, სოფო ჯაფარიძე, ვფიქრობ, რომ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა არაფრისმომცემია“, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში