უკრაინამ უცხო ქვეყნის ჟურნალისტებს ფრონტის ხაზზე სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობა აუკრძალა
1.41K
0
უკრაინამ უცხო ქვეყნის ჟურნალისტებს ფრონტის ხაზზე სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობა აუკრძალა. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა Le Temps იტყობინება.
ჟურნალისტური საქმიანობისთვის ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, ვალერი ზალუჟნის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვაა საჭირო.
უკრაინული მედია განმარტავს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ვიდეომასალები მტერს უკრაინის არმიის ტაქტიკისა და საბრძოლო მასალების დადგენაში ეხმარება – ჟურნალისტებს საქმიანობა სწორედ ამის გამო შეეზღუდათ.