თურქეთის პრეზიდენტთან განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები -პრემიერი
487
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები”, – აღნიშნავს პრემიერი.