1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის რიგგარეშე სხდომაზე, ეს ქართულ საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან – ვაშაძე
თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის რიგგარეშე სხდომაზე, ეს ქართულ საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან – ვაშაძე

თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის რიგგარეშე სხდომაზე, ეს ქართულ საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან – ვაშაძე

386
0

 

უპრეცედენტო ოპოზიციური ერთობით მოვითხოვეთ რიგგარეშე სხდომა, კონკრეტული საკითხებით, რომელიც შედის 12 პუნქტში – ახლა „ქართული ოცნება“ ან ჩააბარებს ტესტს ან მოხდება მისი სრული ლუსტრაცია, – განაცხადა პარლამენტში სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

 

მისივე თქმით, არ ბრაზდება ოპოზიციური კოლეგების მცირე ჯგუფზე, რომელმაც რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოაწერა.

 

“თუ “ქართული ოცნება”უარს იტყვის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სასამართლო რეფორმაზე, ანტიკორუფციულ ბიუროს დაუყოვნებლივ შექმნაზე, რაც მოთხოვნილია ევროკავშირის მხრიდან, ეს ქართულ საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან საქმე და არა საქმის მკეთებელ ადამიანებთან. უნდათ ცრუ პროცესი შექმნან. ეს სიცრუე რომ დავამთავროთ, არის რიგგარეშე სესიის მოთხოვნაზე ოპოზიციის უპრეცედენტო რაოდენობის დეპუტატთა ხელმოწერა. ჯერი ქართულ ოცნებაზეა, ვიცი რას იზამენ, მაგრამ საზოგადოება ნახავს, როგორ მოხდება კიდევ ერთხელ მათი ლუსტრაცია.

 

ასეთი ერთობა ოპოზიციას პარლამენტში არც ერთ საკითხზე არ უჩვენებია, რაც შეეხება ორ განმარტოებულ მცირე ჯგუფს (“გირჩი” და “მოქალაქეები” ), რომელმაც გაუგებარი მიზეზების გამო ხელი არ მოაწერეს ამას, მე მათზე ვერ გავბრაზდები, რადგან სამშობლოს სიყვარული და საქმის კეთება გაცილებით დიდია, ვიდრე ოპოზიციურ ჯგუფებზე გაბრაზება”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

ცნობისათვის, ოპოზიციის ნაწილი რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვს, სადაც ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც მათი მოსაზრებით ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.

 

რიგგარეშე სხდომის მოთხოვნას არ უერთდება მხოლოდ “გირჩი” და “მოქალაქეები”.