1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება -ირაკლი კობახიძე
თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება -ირაკლი კობახიძე

თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება -ირაკლი კობახიძე

199
0

თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდება, რომელზეც მთავრობას 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარება სურს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„გვინდა დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგა პროექტი, რომელიც სპორტს უკავშირდება და კონკრეტულად ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე. იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით.

ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვთ სარბენი ბილიკები. ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა ახალი აეროპორტის მშენებლობაც წაადგება მთლიანად სტადიონის სწორად დატვირთვას.

მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახალ სტადიონზე. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის. თბილისს, ჩვენს დადაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი და, რა თქმა უნდა, სათანადოდ განხორციელდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“, – განაცხადა პრემიერმა.