"ქართული დასის"  ლიდერი ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებას საქართველოში სამთვიანი საერთაშორისო პოკერის ტურნირის ჩატარების ინიციატივის გამო აკრიტიკებს. მისი შეფასებით, მაშინ, როცა მცირე და საშუალო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ხელისუფლება აზარტული თამაშების სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

ბაღათურია ასევე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ აზარტული თამაშების მსხვილ კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესა, მაშინ როცა მცირე მეწარმეებისთვის დღგ-ისგან გათავისუფლების შესახებ მის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მხარდაჭერას საჭიროებს.

 

"ხე ნაყოფით შეიცნობაო სახარებაში წერია ❗️❗️❗️

და აი რა ნაყოფი "მოისხა" "ქართულმა ოცნებამ" . . .

საქართველოში ყ უ მ ა რ ბ ზ თ ა ს ა ე რ თ შ ო რ ი ს ო ტ უ რ ნ ი რ ი ი გ ე გ მ ე ბ ა ❗️❗️❗️

როგორ მოგწონთ ❓❗️
ხუმრობა არ გეგონოთ ბატონებო . . .

სტატისტიკი დეპარტამენტის ოფიციალური მომაცემით, საქართველოში 10 უმსხვილესი კომპანიიდან 8 აზარტული თამაშების ბიზნესს წარმოადგენს . . .
( სტატიის ბოლოს ამ კომპანიებს და მათ მფლობელთა ვინაობასაც გამოვაქვეყნებ )

ანუ ქვეყანა იხრჩობა კაზინოებში და ტოტალიზატორებში . . .

ხოლო წვრილი ბიზნესი უმძიმეს
მდგომარეობაშია და საშუალო ფენა პრაქტიკულად განადგურების პირზეა მისული . . .

იმისთვის რომ სიღარიბე დაიძლიოს, ეკონომიკა ფეხზე დადგეს უპირველესი მნიშვნელობა აქვს წვრილი და საშუალო ბიზნესი ხელშეწყობას და საშუალო ფენის შექმნას . . .

საშუალო ფენა სხვა არაფერია თუ არა წვრილი მეწარმეები და გლეხობა, ანუ ხალხი რომელიც სიღარიბეში არ იხრჩობა . . .

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის და მის გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარებას, პირველ რიგში საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება სჭირდება . . .

სწორედ ამ მიზნით კარგა ხანია უკვე პარლამენტში შევიტანეთ პროექტი რომელიც 500 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის ( ბრუნვის და არა შემოსავლის ) წვრილ მეწარმეს დამატებული ღირებულების გადასახადისგან გაანთავისუფლებს . . .

ეს პირველ რიგში შეეხება განადგურებული ქართული ხორბლის წარმოებას, წვრილ გლეხურ მეურნეობებს, სახელოსნოებს, მცირე საწარმოებს და წვრილ სავაჭრო ობიექტებს . . .

რაც თავისათავად ღარიბ-ღატაკთა რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და სამომხმარებლო კალათაზე ფასებს გააიაფებს . . .

ამის საპირისპიროდ საპარლამენრო უმრავლესობამ, გუშინ, არც მეტი არც ნაკლები, აზარტულ თამაშებში ჩართულ უმსხვილეს და უმდიდრესს კომპანიებს დაუწესა საგადასახადო შეღავათები . . .

და საქართველოში სამ თვიანია პ ო კ ე რ ი ს ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო ტ უ რ ნ ი რ ი ც დაანონსა . . .

აშკარად ბოროტ ხუმრობას გავს ხო ❓❗️

არა ბატონო, აგერ გთავაზობთ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, "ფასების შემსწავლელი კომისიის" თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის ციტატას:

"ჩემი პირადი აზრია, რომ კარგი იქნება, საერთაშორისო პოკერის ტურნირი თებერვალი-მარტი-აპრილის სეზონზე ჩატარდეს, რათა არააქტიური ტურისტული სეზონი არ დაიკარგოს" . . .

ანუ მთავრობა "ყ უ მ ა რ ბ ა ზ თ ა ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო ტ უ რ ნ ი რ ი ს თ ვ ი ს ემზადება ❗️❗️❗️

მსოფლიოში სადმე თუ "ყ უ მ ა რ ბ ა ზ ი ა" აქ უნდა ჩამოვიყვანოთ სამი თვით და ბიუჯეტმა საპრიზო ფონდიც კი დააწესა . . .

ტურისტებს ასევე კარგად იზიდავს ბორდელების სიმრავლე და ნარკოტიკების თავისუფალი მიმოქცევა . . .

ვუნ არის მზად ფულის სანაცვლოდ ქვეყანა ერთ დიდ ბორდელად გადააქციოს ❓❗️

ამის შემდეგ კიდე გაქვთ რამე შეკითხვა მთავრობასთან ან ოარლამენტთან ❓❗️

მე პირადად არანაირი შეკითხვა აღარ მაქვს ამათთან . . .

ეჭვიც არაფერში არ მეპარება, ყველაფერი სავსებით გასაგებია . . .

ახლა მე შეკითხვა მაქვს საკუთარ თავთან და თქვენთან . . .

გავაგრძელოთ "ო ც ნ ე ბ ა" ❓❗️

თუ ჩვენ თვითონ დავიწყოთ ორგანიზება და ჩვენვე მივხედოთ საკუთა ხალხს და სახელმწიფოს❓❗️

P.S. გთავაზობთ უმსხვილესი კომპანიების პირველ რვიანს, რვავე სათამაშო ბიზნესს, ანუ აზარტული თამაშების ბიზნესია . . .

შპს „ევროპაბეთი" - კომპანიის 100%-იან წილს შვედური Betsson Perch Investments AB-ი ფლობს.

შპს „ბეთლაივი" - კომპანიაში ყველაზე დიდ, 47%-იან წილს შპს „აიტი ვენჩარი" ფლობს, 26%-იან წილს - ნანა ჯანაშია, ხოლო 15%-ის მესაკუთრე სს „ბი ელ აქტივების მენეჯმენტია". დარჩენილ წილებს ზურაბ ვარსემაშვილი (5%), ალექსი მოდებაძე (4%) და თამაზ ხარაიძე (3%) ინაწილებენ.

შპს „ეი ბი ჯორჯია" - კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე შპს „ატლას ჰოლდინგსია".

შპს „მარსი" - კომპანიის 100%-იან წილს შპს „ენთეინ ჯორჯია" ფლობს. ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი კი მალტაში რეგისტრირებული „ბვინ ჰოლდინგს ლიმითედია".

შპს „ფულ ჰაუსი" - კომპანიაში ყველაზე დიდ, 35%-იან წილს თემურ მიქელაძე ფლობს. 16.67%-იან წილებს ინაწილებენ ისრაელის მოქალაქე გიგი ლევაი-ვეისი და ავსტრიის მოქალაქე ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერი, ხოლო კიდევ ერთი ავსტრიელი პარტნიორი, მანფრედ ბოდნერი, 16.66%-იანი წილის მესაკუთრეა. დარჩენილ, 2.5%-2.5%-იან წილებს კი გურამ დოლიძე, ზურაბ ერქომაიშვილი, ბაკურ ხარჩილავა, გიორგი ბარნაბიშვილი, პოლონეთის მოქალაქე მიჰალი გლოვაცკი და დანიის მოქალაქე კლაუს გემალ რასმუსსენი ინაწილებენ.

შპს „ასვლა" - კომპანიის 100%-იან წილს კვიპროსში რეგისტრირებული შპს „ენგური ვენჩერს ლიმიტედი" (Enguri Ventures Limited) ფლობს.
შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი" - კომპანიაში ყველაზე დიდ, 40%-იან წილს ქართლოს დიასამიძე ფლობს, 30%-ის მესაკუთრე ბესიკ ხოკერაშვილია, ხოლო დარჩენილ 15-15%-იან წილებს აკაკი შუბითიძე და დავით ჩხიტუნიძე ინაწილებენ.
შპს „პრინცესს ბათუმი" - სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიაში თითქმის სრულ, 99%-იან წილს თურქეთის მოქალაქე ანიბალ ენის ოზქანი ფლობს, ხოლო დარჩენილი 1%-ის მესაკუთრე ასევე თურქეთის მოქალაქე დურმუშ იათმაზია",- წერს სოციალურ ქსელში "ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია.