1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ -მამუკა მდინარაძე
ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ -მამუკა მდინარაძე

ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ -მამუკა მდინარაძე

147
0

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ. 

მისი თქმით, ქართველები ევროპაში კი არ უნდა შევიდნენ, არამედ ევროპა უნდა იყოს ქართველებთან ერთად, რაც მდინარაძის აზრით, სწორი დამოკიდებულება არის.

 

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მხარდაჭერა კი არ მოვიპოვოთ, კარგი გაგებით, ვაიძულოთ ჩვენი ოპონენტები, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. არათუ მხარი დაუჭირონ, არამედ მათ უნდა თქვან, აღიარონ, რომ ქართველი ხალხის ნება არის აქ. როდესაც ამ კონტექსტში ლაპარაკობენ, თითქოს ჰომოფობიურია, ევროპასთან დაკავშირებით პრობლემები გვექმნება, ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხასიათი. ჩვენ მეგობრებს ვცნობთ, ვაღიარებთ, მაგრამ ქართველებს გვაქვს ჩვენი იდენტობა, ჩვენი ხასიათი, ჩვენი კულტურა, ტრადიციები, მენტალობა და ამის წაშლას არ და ვერ დავუშვებთ. ამას არ გვაპატიებს არც ჩვენი მომავალი და არც ქართველი ხალხი.

ჩვენ ევროპაში კი არ უნდა შევიდეთ, ევროპა ქართველებთან ერთად- ეს არის ჩვენი სწორი დამოკიდებულება იმიტომ, რომ ქართველები არიან, მათ შორის ევროპის არქიტექტორები, თავიანთი დემოკრატიით,წარსულით, საუკუნოვანი, დემოკრატიული, ევროპული, ქრისტიანული ისტორიით“,-განაცხადა მდინარაძემ.