1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამანათებს გერმანული ნაგაზი პრადა შეამოწმებს
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამანათებს გერმანული ნაგაზი პრადა შეამოწმებს

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამანათებს გერმანული ნაგაზი პრადა შეამოწმებს

679
0

პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის პრევენციის, გარე აკრძალულ ზოლში სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით, კინოლოგიური ქვედანაყოფი ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამანთებს დღეიდან გერმანული ნაგაზი „პრადა“ ამოწმებს.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მომზადდება შესაბამისი ჯიშის ძაღლების დამატებით რაოდენობა, რის შემდეგაც ისინი პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთვებიან.

„სამსახური პასუხისმგებლობას იღებს ძაღლების მოვლა-პატრონობასა და გაწვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.