სირიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 71 ადამიანი
348
0
სირიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 71 ადამიანი. 20 გადარჩენილი ქალაქ ტარტუსის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნავში 120-დან 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად ლიბანელები, სირიელები და პალესტინელები, მათ შორის ქალები და ბავშვები.
დაუდგენელია, რა გახდა ნავის ჩაძირვის მიზეზი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
არსებული ცნობებით, ნავი ლიბანის ქალაქ მიეიდან ევროპის მიმართულებით მიცურავდა, როდესაც ჩაიძირა.