1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

176
0

აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა ირანელი ქალების წინააღმდეგ ძალადობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დარღვევის გამო. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო სამსახური ავრცელებს.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო ასევე ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის, სახმელეთო ძალების, ბასიჯის წინააღმდეგობის ძალების, ასევე სამართალდამცავი ძალების შვიდ მაღალჩინოსანს.

უწყების განცხადებით, ირანის მორალის პოლიცია პასუხისმგებელია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებაზე. ახალგაზრდა ქალი გასულ კვირას ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავეს. ის გასულ პარასკევს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალი ნაცემი იყო. ამინის მკვლელობას ირანსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.