1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “შესაძლებელია გამოძიება მისი ქონებითაც დაინტერესდეს”- ირაკლი ქადაგიშვილი სოსო გოგაშვილზე
“შესაძლებელია გამოძიება მისი ქონებითაც დაინტერესდეს”- ირაკლი ქადაგიშვილი სოსო გოგაშვილზე

“შესაძლებელია გამოძიება მისი ქონებითაც დაინტერესდეს”- ირაკლი ქადაგიშვილი სოსო გოგაშვილზე

337
0

შესაძლებელია გამოძიება მისი ქონებითაც დაინტერესდეს იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ქონება რაღაც პერიოდში და მერე გაუჩნდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პალიტრანიუსის“ ეთერში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეზე, სოსო გოგაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ქონება არაკანონიერია თუ კანონიერია, ამაზე გადაწყვეტილება შესაბამის გამოძიებას უნდა მივანდოთ.

„პროკურატურამ და გამოძიებამ გოგაშვილის არაკანონიერი საქმიანობა გამოიძია და გამოიტანა სასამართლოს სამსჯავროზე. ამ საკითხს სასამართლოზე გაეცემა პასუხი. რაც შეეხება მის ქონებას, რაზეც პირადად მე პირველად გავიგე, შესაძლებელია გამოძიება მისი ქონებითაც დაინტერესდეს იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ქონება რაღაც პერიოდში და მერე გაუჩნდეს. ეს ქონება არაკანონიერია თუ კანონიერია, ამაზე გადაწყვეტილება მივანდოთ შესაბამის გამოძიებას.

ნურც თქვენ დაუსვამთ ვერდიქტს მის ქონებას და არც მე გამოვუტან ამას ვერდიქტს. ეს გამოძიებამ გაარკვიოს. პოლიტიკური ნიშნით ამას ოპოზიცია იტყვის და ვერავინ დაუშლის. მოხდება ამ საქმის გამოძიება. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მას ეს ქონება არაკანონიერი გზით აქვს შეძენილი, შეიძლება აღმოჩნდეს რომ არაკანონიერი არ არის. ამას წინასწარ ვერ ვიტყვით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.