1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქებაა” – გიორგი ფხაკაძე
“საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქებაა” – გიორგი ფხაკაძე

“საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქებაა” – გიორგი ფხაკაძე

804
0

საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქებაა და ეს არის ფაქტი – წერს სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

“კოვიდაფეთქება არ არის მარტო საქართველოში. ის არის მთელ მსოფლიოში. დიახ, ის არის იაპონიაში, ამერიკაში, ევროპაში, ინდოეთში და თითქმის მთელ მსოფლიოში, თურქმენეთის გარდა, სადაც კოვიდი არ არის (ოფიციალურად)…

ის ადამიანები, რომლებმაც ვერ მართეს კოვიდი საქართველოში (ერთი პერიოდი მე-7 ადგილზე ვიყავით მსოფლიოში ცუდი მართვის მაჩვენებლით) და პრაქტიკულად მათი მმართველობის, უფრო სწორად, ვერმმართველობის შედეგად ოფიციალურად 17.000 მეტი ქართველი გარდაიცვალა (რეალურად ამ ციფრმა 50,000 გადააჭარბა!), ეს ადამიანები ახლა გამოდიან და გვეუნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის?! ვის აბოლებენ?!

ამ ქვეყანაში არანაირი ანგარიშვალდებულების სისტემა არ არსებობს!

📌ტყუილზე ვინ აგებს პასუხს?!
📌კორუფციაზე ვინ აგებს პასუხს?!
📌არასწორ მკურნალობაზე ვინ აგებს პასუხს?!
📌უხარისხო ჯანდაცვაზე ვინ აგებს პასუხს?!
📌ვაქცინაციის ჩავარდნაზე ვინ აგებს პასუხს?!
📌ასეთ დიდ კოვიდსიკვდილიანობაზე ვინ აგებს პასუხს?

და, საერთოდ, ვინ რაზე აგებს პასუხს ამ ქვეყანაში, გამაგებინეთ!

მაიმუნის ყვავილის პანდემიისთვის ისე ვართ მზად, როგორც კოვიდისთვის ვიყავით! ანუ მოუმზადებელი ვართ და ეს არის ფაქტი!”, – წერს ფხაკაძე.