“საქართველომ სხვა მიმართულებით დაიწყო სვლა” -ანდრეი კასიანოვი
საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, თუმცა ოფიციალურად განაგრძობს ევროპული გზის ერთგულების დეკლარირებას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კასიანოვის თქმით, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის და ახლა ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.
„საქართველომ, მოგეხსენებათ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მიმართა. ამჟამად საქართველო ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში.
ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რასაც არ უარყოფს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება.
„თუმცა რეალურად, რა გვაქვს? ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს ის, რომ ქვეყანა, რომელიც აგრძელებს თანმიმდევრულ მოძრაობას ევროკავშირისა და ნატო-სკენ, პოლიტიკოსების განცხადებებით, დაიწყო სხვა მიმართულებით სვლა. ეს არის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრინციპების აშკარა უგულებელყოფა. ეს ჩვენთვის აშკარა ფაქტია, რაც ევროკავშირის სანქციების მესამე პაკეტის დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ზოგად პრინციპებს და ევროკავშირის სანქციების მესამე პაკეტის დარღვევის ფაქტს.
განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების განზრახვები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელმაც დახურა ფრენები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.