1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც”- ირაკლი კობახიძე
“სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც”- ირაკლი კობახიძე

“სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც”- ირაკლი კობახიძე

162
0

კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს მიჩვეულები ვართ, ეს არის სამწუხარო მოვლენა, კასიანოვს იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან, თუ ჩვენ „ბუკებს“ გავაგზავნიდით უკრაინაში, რადგან ეს იქნებოდა საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე , ირაკლი კობახიძე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი  კასიანოვის განცხადებას, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

კობახიძის თქმით, სწორედ კასიანოვი მოუწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.

„სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის მეორე ფრონტთან დაკავშირებული განცხადებები, რაც იყო ძალიან მძიმე და ეს პრინციპში იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც მოვისმინეთ მისი მხრიდან. ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში. ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ, ერთი იყო მარტში, მეორე იყო ზაფხულში და მესამე იყო მობილიზაციის გამოცხადების შემდგომ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია, არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის არც საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი იყო ცარიელი, სამარცხვინო სპეკულაცია და რა თქმა უნდა კასიანოვის დღევანდელი განცხადებაც არის სამარცხვინო და სპეკულაციური“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ერთადერთი რაც შეიძლება, ითქვას არის ის, რომ აღდგენა იქნება შეღავათი ბევრი ქართველისთვის.

„ფრენების აღდგენაზე ჩვენ არავითარი პოზიცია არ აგვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს. ცალმხრივად არის ფრენები შეწყვეტილი რუსეთის მხრიდან, ეს იყო მათი მხრიდან დაწესებული სანქცია და თუ ეს სანქცია გაუქმდება რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს არის მათი გადაწყვეტილება და ჩვენ ამაზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, ასეთი გადაწყვეტილება იქნება შეღავათი მილიონამდე ქართველისთვის, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ეს არის ერთადერთი კომენტარი, რომელიც ამ თემაზე შეიძლება, გავაკეთო“, – განაცხადა კობახიძემ.

 

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.