12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
არასტაბილური ემოციური ფონი მალე დავიწყებას მიეცემა. ყველაზე რთული და ჩახლართული საკითხებიც კი თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდება. ოჯახში ჰარმონია და სიმშვიდეა. შეეცადეთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება დაუთმოთ.
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. კონფლიქტში ვიღაცის მხარეს ნუ დაიჭერთ — ნეიტრალური პოზიცია დაგეხმარებათ, რომ კოლეგებთან ურთიერთობა მშვიდად გააგრძელოთ.
თავი შეიკავეთ შოპინგისგან, განსაკუთრებით კი ტანსაცმლის მაღაზიებს მოერიდეთ — ამ დღეს ნაყიდი ნივთები მალე იმედს გაგიცრუებთ. მაღალია დამწვრობის მიღების რისკი, რადგან მარსი სატურნის ტრინში იმყოფება. მოერიდეთ გაზქურას, ღია ცეცხლს, მდუღარე წყალსა და ცხელ ნივთებს.
კურო
წინააღმდეგობრივი დღეა — სასიხარულო ამბები და უსიამოვნებები ერთმანეთს ანაცვლებს, წარმატებას კი გვერდით უიღბლობა მოსდევს. მოვლენების დაჩქარებას ან დღის უარყოფით ტენდენციებთან ბრძოლას აზრი არ აქვს — გარემოებები თქვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არის.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახის წევრებს ხშირად ესაუბროთ. თუ ერთად მეტ დროს გაატარებთ, საერთო ინტერესებსაც იოლად იპოვით და ურთიერთობებსაც საგრძნობლად განამტკიცებთ.
თუ ანაზღაურება ან სამუშაო პირობები არ გაკმაყოფილებთ, დროა საქმიანობის სფეროს შეცვლაზე დაფიქრდეთ. თქვენი გეგმები მალე განხორციელდება, თუმცა ოდნავ სხვანაირად, ვიდრე წარმოგედგინათ.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა გირჩევთ თავი დაიზღვიო და მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ.
ტყუპები
მგზავრობა ან ხანმოკლე მოგზაურობა რომანტიკულ ურთიერთობას საფუძველს ჩაუყრის. თუ მთელ ყურადღებას მიზნებზე გადაიტანთ და საკუთარ უნარებს სრულად გამოიყენებთ თქვენი მიღწევები ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს,
შესაძლოა, მეორე ნახევართან ურთიერთობაში მცირე დაძაბულობა გაჩნდეს. სიტუაციას ნუ გაართულებთ — ეცადეთ, უარყოფითი ენერგია ვნებად და ჯანსაღ აზარტად გარდაქმნათ.
გამორიცხული არ არის, გუნდში გაჩენილმა პრობლემებმა პრინციპების გადახედვა გაიძულოთ, თუმცა ვითარება მალევე უკეთესობისკენ შეიცვლება. ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიღეთ და როგორც იქნა, თქვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს.
სამსახურში დატვირთვამ, ღამე უძილობამ და ნერვიულობამ ძალები გამოგაცალათ. ეცადეთ, სამსახურიდან ადრე წახვიდეთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
კირჩხიბი
დღის პირველ ნახევარში სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ, რაც არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ოჯახსაც გაახარებს. დღეს მუშაობის სურვილს ვერ გრძნობთ — სამსახურებრივი მოვალეობების გარდა, თავი ათასი რამით გექნებათ გამოტენილი.
დაუფიქრებელმა ხარჯებმა შესაძლოა სამომავლოდ უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მოგვიანებით შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს. თუ გვიანობამდე მუშაობთ ნერვული სისტემის გამოფიტვა არ აგცდებათ. ასე რომ საქმეს უკიდურესობამდე ნუ მიიყვანთ — როგორც კი დაღლილობას იგრძნობთ, ყველა საქმე გვერდზე გადადეთ!
ლომი
ამ დღეს ახალგაზრდებს მშობლებთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდებათ, მოსალოდნელია გაუგებრობებიც. ახლა სიჯიუტის გამოჩენას სჯობს, უფროსების რჩევებს ყური დაუგდოთ.
შესაძლოა თავი იჩინოს პრობლემებმა, რომლებიც დაუფიქრებლად მიცემულმა დაპირებებმა ან გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა გამოიწვია. გამორიცხული არ არის, თქვენს ავტორიტეტს მცირე ჩრდილი მიადგეს.
ვარსკვლავები გვანიშნებენ, რომ თქვენი კეთილდღეობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ბინის ენერგეტიკასთან. გირჩევთ საფუძვლიანი დასუფთავება ჩაატაროთ და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ფინანსური ნაკადი სრული სიმძლავრით აამოქმედოთ!
სასურველია ფიზიკური დატვირთვა შეამციროთ და სტრესულ სიტუაციებს თავი აარიდოთ. ამ დღეს თქვენი ემოციური მდგომარეობა საკმაოდ მოწყვლადია.
ქალწული
მშვენიერი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის. მოემზადეთ წვეულებისთვის — დღეს იქ ნამდვილად იბრწყინებთ!რაც შეეხება რჩეულს, ის მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ.
სამსახურსა თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში სირთულეები მოსალოდნელი არ არის. თქვენი პროფესიული თვისებები ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ. შეცვლილი გარემოებების გამო შესაძლოა, თქვენს მატერიალურ კეთილდღეობას საფრთხე დაემუქროს. თუმცა, თქვენ ნამდვილად იპოვით გზას ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ულუფის ზომას მიაქციეთ. გახსოვდეთ, რომ ბევრი ჭამა ზედმეტი კილოგრამებისა და კუჭის აშლის ხშირი მიზეზია.
სასწორი
ამ დღეს მეორე ნახევართან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება გაგიჭირდებათ. განსაკუთრებული სიფრთხილე სიტყვებთან გამოიჩინეთ — უბრალო საუბრის ან ხუმრობის დროსაც კი. ეს მოსალოდნელ უსიამოვნებებს თავიდან აგაცილებთ.
გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს.
სამსახურში ფინანსური შემოწმებებია მოსალოდნელი, ასე რომ, ეცადეთ თავი წინასწარ დაიზღვიოთ.
ჯანმრთელობის მხრივ, არც ისე სახარბიელო დღეა — როგორც ფიზიკური გადაღლა, ისე ინტენსიური გონებრივი შრომა საფრთხის შემცველია. ყურადღებით იყავით და ავანტიურებს ნუ აჰყვებით.
მორიელი
თქვენი პიროვნული თვისებები და მომხიბვლელობა საჭირო ადამიანებსა და სასურველ მოვლენებს მაგნიტივით მიიზიდავს. გამოიყენეთ ეს ბედნიერი შესაძლებლობა და საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები შეიტანეთ!
გამორიცხული არ არის, პირადმა პრობლემებმა პროფესიულ საქმიანობაზეც მოახდინოს გავლენა. მოსალოდნელია ურთიერთობების დაძაბვა ხელმძღვანელობასთან, სამსახურის დაკარგვა ან საქმიანობის სფეროს შეცვლა. საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემებზე აღარ იფიქროთ.
თქვენი ფინანსური მიზნები არ დაივიწყოთ. ეცადეთ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის თუნდაც მცირე ნაბიჯი გადადგათ.
საღამოს შესაძლოა სევდამ შეგიპყროთ და უსარგებლობისა თუ უცხოობის განცდა გაგიჩნდეთ. უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
მშვილდოსანი
საეჭვოა, რომ ამ დღეს ვინმემ თქვენს გრძნობებს ანგარიში გაუწიოს, ამიტომ სიყვარულის ახსნას ნუ იჩქარებთ და უკეთეს მომენტს დაელოდეთ.
დღეს უამრავი რჩევის მიცემა და უამრავ ადამიანთან ურთიერთობა მოგიწევთ. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ბევრი ადამიანი საკუთარ საიდუმლოებებს ანდობს.
საზოგადოებრივ საქმიანობაში თავს ბრწყინვალედ წარმოაჩენთ. წარმატება გელით ყველაფერში, რაც მოლაპარაკებებს, გუნდის მართვასა და ერთობლივ პროექტებს უკავშირდება.
საკმაოდ კარგი დღეა დაუგეგმავი საყიდლებისთვის.
ამ დღეს გაღიზიანება უეცარ, თავშეუკავებელ მხიარულებაში გადაიზარდება. გირჩევთ მცენარეულ ნაყენზე დამზადებული დამამშვიდებელი მიიღოთ.
თხის რქა
პლანეტების განლაგება დიდ სიყვარულს გპირდებათ. არ არის გამორიცხული, ვნებისგან თავბრუ დაგეხვათ, რითაც შეიძლება უღირსმა ადამიანებმა ისარგებლონ.
მეორე ნახევარს მუდმივი შენიშვნებით ნუ აღიზიანებთ. ახლად შექმნილმა ოჯახმა სიმტკიცის გამოცდა უნდა გაიაროს, თუმცა უთანხმოების მიზეზი ნუ გახდებით!
ეცადეთ ადამიანების დარწმუნების უნარი და თანდაყოლილი ლიდერული თვისებები გამოიყენოთ, რომ საკუთარი გუნდი წარმატებამდე მიიყვანოთ.
ხელმძღვანელობასთან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გელით, რაც შეიძლება სამსახურიდან წასვლითაც კი დასრულდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, დამსაქმებელს თვალში ნაკლებად მოხვდეთ და ყველა დავალება უსიტყვოდ შეასრულოთ.
ამ დღეს ძალების მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ, გადადებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ. პერიოდული შესვენებები არ დაივიწყოთ — ეს ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მერწყული
სასიყვარულო თავგადასავლებისთვის არახელსაყრელი დროა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლად დაწყებული რომანი იმედგაცრუებით დასრულდება. სამაგიეროდ, საუკეთესო დროა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის.
შრომისმოყვარეობა და დისციპლინა წარმატებას მოგიტანთ, თუმცა არ დაივიწყოთ, რომ საერთო საქმისა და თქვენი ინტერესებისთვის ხანდახან კომპრომისზე წასვლაც საჭიროა.
თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ბევრ წარმომადგენელს გასულ კვირას დიდი ხარჯები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სესხებისა და კრედიტების აღებას უნდა მოერიდოთ.
თევზები
მარტოხელა თევზებო, დაფიქრდით რა გიშლით ხელს მეორე ნახევრის პოვნაში? სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენს იმიჯში ან ჩვევებში რაღაც ისეთი იყოს, რაც თქვენს ბედს აფრთხობს.
თუ ოჯახში უთანხმოება გაჩნდა, ეცადეთ ვითარება კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. გახსოვდეთ, რომ კომპრომისის პოვნით პირველ რიგში, საკუთარ თავის სტრესისგან იცავთ.
ფინანსურ სფეროში მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები. ეს პირველ რიგში მათ ეხება, ვისაც ვალები ან კრედიტები ტვირთად აწევს. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რასაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.